დღესასწაულები სტრესის გარეშე - 9 სასარგებლო რჩევა

დღესასწაულები სტრესის გარეშე - 9 სასარგებლო რჩევა
საახალწლო დღესასწაულები სასიამოვნოს გარდა, ძალიან დამღლელიცაა. ხალხმრავლობა, სტუმრები, უამრავი საქმე, საყიდლები... მართალია, შეუძლებელია პასუხისმგებლობების გაქრობა, მაგრამ შეგვიძლია, დავაბალანსოთ ისინი სხვადასხვა რამით, რომ დღესასწაული გრძელს სტრესულ კვირად არ იქცეს.

  1. ციტრუსი - თქვენი ენერგიის წყარო


    ციტრუსი ძალიან დადებითად მოქმედებს გუნება-განწყობაზე, თანაც არ აქვს მნიშვნელობა, ეს ფორთოხლის ნაჭერია თუ ლიმონის ეთერზეთი. ისინი არამხოლოდ ასტიმულირებენ ნერვულ სისტემას, არამედ გვამდიდრებენ ცე ვიტამინითაც.

  2. მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას


    ...და არა მაინცდამაინც საახალწლო სიმღერებს. საყვარელი მუსიკის მოსმენა სისხლის მიმოქცევას აჩქარებს და გულის მუშაობას არეგულირებს.

  3. შეიწოვეთ მეტი მზის სხივი!


    რაც შეიძლება, მეტად მიიღეთ მზის სხივები - არ აქვს მნიშვნელობა, სახლთან გაისეირნებთ თუ ოფისის ფანჯრიდან მიეფიცხებით. მზის სხივები და დე ვიტამინის დამატებითი დოზა ამაღლებს გუნება-განწყობილებას.

  4. ფიზიკური აქტივობა


    ეს სხვადასხვა რამეს შეიძლება ნიშნავდეს სხვადასხვა ადამიანისთვის. შეიძლება იყოს იოგა, ანდაც ე.წ. „სიარულის გამოწვევა“, როცა სპეციალური აპლიკაციით გაზომავთ თქვენს მიერ დღის განმავლობაში ფეხით გავლილი ნაბიჯების რაოდენობას. ყველაფერი კარგია, მთავარია, იმოძრაოთ.

  5. მიირთვით თაფლი


    ამ შესანიშნავი, ბუნებრივი ტკბილეულის ულუფა სასარგებლო ნახშირწყლებით მოგამარაგებთ, რაც თქვენს ენერგიას ნამდვილად წაადგება.

  6. დადეთ ტელეფონი!


    გახსოვთ დრო, როდესაც მობილური ტელეფონები არ არსებობდა და არ იყოს საჭირო, მთელ დღე ტელეფონზე ყურმიწებებულს გაგეტარებინათ? ჰოდა, მიეცით ამ ბედნიერების უფლება საკუთარ თავს და ცოტა ხანს შეისვენეთ: გამორთეთ, დატოვეთ სახლში ტელეფონი და მოდუნდით.

  7. მიმართეთ იაპონურ მეთოდს


    თქვენს ცერა და საჩვენებელ თითებს შორის არსებული კანი, რომელსაც იაპონელები „ჰოკუს“ ეძახიან, ძალიან კარგი ადგილია სტრესთან გასამკლავებლად. უბრალოდ დააჭირეთ ხელი ამ ადგილს, ღრმად ჩაისუნთქეთ და იგრძნობთ, როგორ გათავისუფლდება სტრესისგან დანარჩენი სხეული.

  8. ცხარე ნიშნავს კარგს!


    ცხარე საკვები ხელს უწყობს ენდორფინების გამომუშავებას, რაც სასიამოვნო ენერგიისა და ემოციების წყაროდ ითვლება.

  9. მიირთვით გემრიელი საკვები - ოღონდ ზომიერად!


    ეს ხომ დღესასწაულია! მთელი ამ სტრესის გამო, ნამდვილად შეგვიძლია მივცეთ თავს უფლება, გემრიელი ტორტის ნაჭერი და ცხელი შოკოლადი მივირთვათ - თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ზომიერების ფარგლებში უნდა მოხდეს.