ამ ფრაზის გამეორება მართლა გაგასუქებთ!
ზამთრის სუსხში განსაკუთრებით გვინდება გემრიელად ჭამა, შედეგად კი ყოველ ზამთარს ვნერვიულობთ მომატებულ კილოგრამებზე და ხშირად ვიმეორებთ, რომ გავსუქდით.
ფლორიდის საუნივერსიტეტო სამედიცინო კოლეჯის მიერ ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ ფრაზები „გავსუქდი“, „მსუქანი ვარ“ ერთგვარი წინასწარგანწყობაა და შეიძლება მართლაც მოგამატებინოთ წონაში.
კვლევის მიხედვით, იმ მოზარდებს, რომლებსაც თავი მსუქნად მიაჩნდათ, 40 პროცენტით მეტი რისკი ჰქონდათ ჭარბი წონის აკრეფის, ვიდრე მათ, ვისაც საკუთარი წონა ნორმალურად მიაჩნდათ.
ამას რამდენიმე ახსნა აქვს, გარდა „თვითშეგონებისა“ და „წინასწარმეტყველებისა“. ის ადამიანები, ვისაც სჯერათ, რომ მსუქნები არიან, უფრო ხშირად არიან უმკაცრესი დიეტებზე, მიმართავენ სხვადასხვა სარისკო ხერხს და შესაბამისად, კვების ჩვევები აქვთ დარღვეული.
ძალიან მნიშვნელოვანია, მოზარდებს თვითრწმენა გავნუმტკიცოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ისედაც იბრძვიან და დაუცველად გრძნობენ თავს.
შეახსენეთ საკუთარ თავს და მოზარდებს, რომ მართალია, ჯანსაღი კვების დიეტა ძალიან კარგია, მაგრამ წონა ყოველთვის არ არის ჯანმრთელობის განმსაზღვრელი.
ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ მასმედია „ჯანმრთელ წონაში“ ჩვეულებრივ სიგამხდრეს მოისაზრებს, მაგრამ „ჯანმრთელი“ ყველასთვის სხვადასხვაგვარად გამოიყურება და ინდივიდუალურია.
და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ რაღაც მომენტში ყველა ჩვენგანი გრძნობს თავს უმწეოდ და იბრძვის ამის წინააღმდეგ. უბრალოდ არ მისცეთ საშუალება ამ შეგრძნებას, თქვენს საქციელზე მოახდინოს გავლენა.