დიეტური ტირამისუ ხილით

დიეტური ტირამისუ ხილით
fpaparazzi ტირამისუს მომზადების მარტივ რეცეპტს გთავაზობთ. რაც ყველაზე საინტერესოა, ეს დესერტი დაბალკალორიულია და მაშინაც შეგიძლიათ მიირთვათ, თუკი დიეტას იცავთ.

საჭირო მასალა:
  • მარწყვი 200გ
  • რძე- ½ ჭიქა
  • უცხიმო ხაჭო 500გ
  • შავი შოკოლადი- 50გ
  • ახალმოხარშული ყავა- 2ს.კ
  • ბანანი-2 ცალი


მომზადების წესი:
  1. ბანანი და მარწყვი დაჭერით.
  2. ხაჭო და რძე დააბლენდერეთ, სანამ კრემის მასის კონსისტენციას არ მიიღებთ. დაუმატეთ 2 ს.კ ყავა.
  3. დაჭრილი ბანანი მოათავსეთ სპეციალური ფორმის ძირზე, შემდეგ მოაწვეთ მარწყვი, მოახეხეთ შოკოლადი და ზემოდან მოასხით ხაჭოს მასა.
  4. ამ თანამიმდევრობით გაავსეთ ფორმა.
  5. ბოლო ფენა კრემი იქნება, რომელზეც უნდა მოახეხოთ შოკოლადი.
  6. მზა დესერტი შედგით მაცივარში 4 საათით.


გემრიელად მიირთვით.