ყურადღება! ექსპერტებმა ყოველდღიური მოხმარების 12 ყველაზე ტოქსიკური ნივთი დაასახელეს.

ყურადღება! ექსპერტებმა ყოველდღიური მოხმარების 12 ყველაზე ტოქსიკური ნივთი დაასახელეს.
თანამედროვე დროში ტექნოლოგიის განვითარების პარალელურად ჩვენი ცხოვრების წესი რადიკალურად იცვლება. სამწუხაროდ, ამ ფაქტს უარყოფითი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე, რადგან ყოველდღიური მოხმარების ნივთედებიდან უმრავლესობა მავნე ქიმიური ნივთიერებებითა და ტოქსინებითაა გაჟღენთილი.

კიდევ უფრო სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ჩვენ არაფერი ვიცით იმ ჩუმი საფრთხეების შესახებ, რომლებიც ჩვენს სახლში იმალება. სწორედ ამიტომ, დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ 12 ყველაზე კანცეროგენულ პროდუქტს, რომელსაც ჩვენ საფრთხედ არ აღვიქვამთ.

1. სარეცხი ფხვნილი

ის შეიცავს კრისტალურ სილიკომანგანუმს. ამ ინგრედიენტის ტოქსიკურობა და კანცეროგენულობა დადასტურდა 1994 წელს ერთ-ერთი სამეცნიერო კვლევით.

2. ქარხნებში წარმოებული რძის პროდუქცია

რძე, რომელისგანაც თანამედროვე ტექნოლოგიებით რძის ნაწარმს ამზადებენ, შეიცავს დიდი რაოდენობით არამარკირებულ ტოქსიკურ ელემენტებს:

ანტიბიოტიკები - მათი უმრავლესობა კანცეროგენულია და შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ალერგიული რეაქცია ან საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები.

ჰექსაქლორბენზოლი - არის ძლიერი კანცეროგენი, რომელსაც წარმოუდგენლად უარყოფითი გავლენა აქვს ჩვენს ნერვულ სისტემაზე.

ჰეპტაქლორი - კიდევ ერთი ტოქსიკური ნივთიერება, რომელსაც უარყოფითი გავლენა აქვს ადამიანის ნერვულ სისტემაზე.

DDT

DDT - უფერო ქიმიური პესტიციდი, რომელიც გამოიყენება მავნე მწერების გასანადგურებლად. მრავალი სამეცნიერო კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ ამ ელემენტმა შეიძლება მიგვიყვანოს მსხვილი ნაწლავის, პროსტატისა და სარძევე ჯირკვლების სიმსივნემდე.

დიელდრინი

სინთეტიკური ჰორმონი, რომელიც ახშობს ქალის სასქესო ჰორმონის, ესტროგენის გამომუშავება.

ფორმალდეჰიდი

კანცეროგენული ნივთიერება, რომელიც იწვებს დერმატიტს, ალერგიულ რეაქციებს და აქვს ტოქსიკური გავლენა ჩვენს ნერვულ სისტემაზე.

შაქრის შემცვლელები, ფტორი - პოტენციური კანცეროგენები.

ლანოლინი, რომელსაც ხშირად ვხვდების სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებებში, შეიძლება შეიცავდეს კანცეროგენულ პესტიციდებს, მათ შორის DDT-საც.

ტალკის ფხვნილი - აღიზიანებს სასუნთქ გზებს და შეიძლება მიგვიყვანოს საკვერცხეების სიმსივნის განვითარებამდე.

კვების თანამედროვე პროდუქტების უმრავლესობაში ამატებენ სტაბილიზატორებს, რომლეთაც წარმოუდგენლად მავნე ზეგავლენა აქვთ საშვილოსნოს ფუნქციაზე.

ნიტრიტები, რომლებიც ჭარბადაა ძეხვეულში, შეიძლება იქცეს სიმსივნის გამომწვევ მიზეზად.

მადეზინფიცირებელი სპრეების უმრავლესობა შეიცავს ისეთ ტოქსიკურ და კანცეროგენულ ნივთიერებებს, როგორებიცაა: ლიზოლი და ორთო-ფენილფენოლი.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!