რა პირველადი დახმარების ზომები უნდა მივიღოთ სხვადასხვაგვარი ინტოქსიკაციის დროს!

რა პირველადი დახმარების ზომები უნდა მივიღოთ სხვადასხვაგვარი  ინტოქსიკაციის დროს!
პირველ რიგში გაიწმინდეთ კუჭი, დალიეთ დიდი რაოდენობით თბილი წყალი, შემდეგ პირში თითების ჩაყოფით გამოიწვიეთ პირღებინება. გაომეორეთ კუჭის გამორეცხვა რამდენიმეჯერ.
უბრალო და ეფექტური პირღებინების საშუალებაა საპნიანი თბილი წყალი.
კუჭის გამორეცხვის შემდეგ ჭამეთ ბევრი კვერცხის ცილა, სვით რძე და შაქრიანი წყალი. ამით გარსის ანთება ჩაცხრება. რამდენიმეჯერ გაიკეთეთ ოყნაც. წყალს შეიძლება დაემატოს ცოტა სუფრის მარილი.

ვერცხლისწყლით მოწამვლისას გაიკეთეთ კვერცხის ცილაგარეული რძის ან თბილი წყლის ოყნა. ეს გაანეიტრალებს შხამების მოქმედებას. შხამებისაგან გასასუფთავებლად ყველა შემთხვევაში საჭიროა მარხვა. თუ კუჭ - ნაწლავის ტრაქტი დაზიანებულია, ხილის წვენები გახსენით დიდი რაოდენობის წყალში.
შხამსაწინააღმდეგო საშუალებები მოქმედებს მხოლოდ დროულად მიღების შემთხვევაში. ზოგადი წესი ასეთია: მჟავების წინააღმდეგ იხმარეთ სოდიანი ან ახალი ლიმონის წვნიანი წყალი, ხოლო ალკოლოიდური შხამების წინააღმდეგ გაზავებული ძმარი. რძე და კვერცხის ცილა გამოიყენეთ ორივე შემთხვევაში.
სერიოზული მოწამვლისას სასწრაფოდ გამოიძახეთ ექიმი.

გარეგანი მოწამვლისას არ უნდა იმკურნალოთ მედიკამენტებით. დაელოდეთ კანიდან შხამების გამოყოფას. სასურველია დაიბანოთ და შემდეგ კარგად შეიფუთნოთ. ყოველი ასეთი კომპრესის შემდეგ უნდა დაიბანოთ. შემდეგ ორგანიზმის გასასუფთავებლად საჭიროა მარხვა და ხილის სრული დიეტა.

მოგვყავს მწვავე მოწამვლისას გამოსაყენებელი ზოგიერთი შხამსაწინააღმდეგო საშუალების სია:

ტყვიით - სოდა, საპნიანი წყალი, დამწვარი მაგნეზია.

ფოსფორით - სქელი თხევადი გუმფისი, კვერცხის ცილა, ფქვილი, პური, მაგნეზია - ცივი წყლით შხამის ჩამორეცხვის და იზოლირებისათის. არ მიიღოთ რძე, ალკოჰოლი და მცენარეული ზეთი.

კაუსტიკური მჟავებით, როგორიცაა გოგირდოვანი, მარილის, კარბოლის ან აზოტის მჟავები - დიდი რაოდენობით საპონი, ცარცი, ლიმონიანი წყალი ან რძე.

სპილენძით - გაზავებული კვერცხის ცილა, თაფლიანი წყალი ან შაქარი.

იოდით - სახამებელი ან ფქვილი.

აზოტოვანი ვერცხლით - სუფრის მარილის სქელი ხსნარი, კვერცხის ცილა.

მჟაუნმჟავათი - დამწვარი, დახრუკული ხორცი, ყავის ნალექი, დანაყილი მუხის ქერქი.

დარიშხანით - თბილი რძე, დამტკბარი წყალი.
სტატიის წყარო:მათუსალას საიდუმლო