სწრაფი და უგემრიელესი რულეტი სასურველი გულსართით

სწრაფი და უგემრიელესი რულეტი სასურველი გულსართით
fpaparazzi გთავაზობთ რულეტის ბისკვიტის რეცეპტს, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება და გადახვევისას არ გაგიტყდებათ.

საჭირო მასალა:
  • 5 ს/კ ფქვილი
  • 3 კვერცხი
  • 5 ს/კ შაქარი
  • 5 ს/კ რძის ფხვნილი
  • ½ ჩ/კ სოდა ძმრით


მომზადების წესი:
1. ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ.
2. დაასხით მიღებული ცომი პერგამენტდაფენილ ლითონის ფირფიტაზე.
3. აცხვეთ 180 გრადუსზე 10 წუთი.
4. ცხელ-ცხელ ბისკვიტს წაუსვით სასურველი გულსართი (ჯემი, კრემი, შოკოლადი, შესქელებული რძე), მჭიდროდ გადაახვიეთ ჩაის ტილოს მეშვეობით. მოაყარეთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!