მიხაკის ფუნთუშები - ბავშვობის საყვარელი გემო!

მიხაკის ფუნთუშები - ბავშვობის საყვარელი გემო!
fpaparazzi გთავაზობთ ჩვენი ბავშვობის საყვარელი ფუნთუშების საავტორო რეცეპტს - აუცილებლად ჩაინიშნეთ და გაასინჯეთ თქვენს შვილებს ეს უგემრიელესი ფუნთუშები...
საჭირო მასალა:
  • საფუვრიანი ცომი 1 კგ
  • მიხაკი 100 გ
  • შაქარი 100 გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • კარაქი 100 გ

მომზადება:
1. გააბრტყელეთ მზა საფუვრიანი ცომი ისე, რომ მოსახერხებელი იყოს შემდეგ რულეტის გადახვევა.
2. წაუსვით ცომის ზედაპირზე გამდნარი კარაქი.
3. თანაბრად მოაყარეთ შაქარი და დაფქული მიხაკი და გადაახვიეთ რულეტის ფორმად.
4. დაჭერით რულეტი 3 სმ სისქის ნაჭრებად.
5. ლამაზად დაალაგეთ ღუმელის გამოსაცხობ ფირფიტაზე, რომელზეც წინასწარ პერგამენტის ქაღალდი გექნებათ დაფენილი.
6. წაუსვით ფუნთუშებს ათქვეფილი კვერცხი და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.
7. გამომგცხვარ ფუნთუშებს გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ ასე 15 წუთი.
შემდეგ კი გემრიელად მიირთვით!