უგემრიელესი და სწრაფად მოსამზადებელი ჯემიანი რულეტი ჩაისთვის

უგემრიელესი და სწრაფად მოსამზადებელი ჯემიანი რულეტი ჩაისთვის
fpaparazzi-მ მეგობრული შეკრებებისთვის არაჩვეულებრივი, უგემრიელესი რულეტის რეცეპტი მოგიმზადათ. ისე სწრაფად ცხვება, ჩაი ადუღებასაც ვერ მოასწრებს.
საჭირო მასალა:
  • ფქვილი 1,5 ჭიქა
  • იოგურტი 1 ჭიქა
  • 2 კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • ვანილი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • ჯემი გულსართისთვის

მომზადება:
  1. კვერცხი, შაქარი და ვანილინი ათქვიფეთ ერთად, დაუმატეთ იოგურტი (წინასწარ გახსენით სოდა იოგურტში), დაუმატეთ ფქვილი.
  2. დაასხით მომზადებული ცომი პერგამენტდაფენილ ფირფიტაზე და მოასწორეთ.
  3. აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 7-8 წუთი.
  4. გამოიღეთ ღუმელიდან და დადეთ სველ ჩაის ტილოზე დაბრაწული მხრიდან.
  5. სწრაფად წაუსვით ჯემი და გადაახვიეთ ტილოს მეშვეობით.
  6. მოაყარეთ შაქრის პუდრა.

სასიამოვნო ჩაისსმას გისურვებთ!