ყნოსვის დაქვეითება ალცჰაიმერის პირველი ნიშანია?
ალცჰაიმერი ის დაავადებაა, რომლისაც ყველას გვეშინია. აშშ-ში ის სიკვდილიანობის რიგით მეექვსე მიზეზია. თუმცა ცნობილია, რომ დაავადების დროულად აღმოჩენის შემთხვევაში, მისი მკურნალობა გაცილებით შედეგიანია. მაგრამ კონკრეტულად რა სიმპტომები უნდა ვეძებოთ?
ახალი კვლევის თანახმად, ყნოსვის დაქვეითება - და არა მეხსიერების დაქვეითება - შეიძლება ამ დაავადების პირველი ნიშანი იყოს. მასაჩუსეტსის გენერალური ჰოსპიტლის მკვლევარებს შეუძლიათ დაადგინონ ალცჰაიმერის რისკი იმის მიხედვით, თუ რამდენად ცნობს და იხსენებს ადამიანი სხვადასხვა სუნს. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ყნოსვა სიმპტომების გამოსავლენად გამოიყენება, მაგრამ ამ შემთხვევაში მრავლადაა მტკიცებულებები, რომ დაქვეითებული ყნოსვა დაავადების ნიშანია.
„უფრო და უფრო დამაჯერებელი ხდება ვერსია, რომ ალცჰაიმერის დაავადება იწყება მეხსიერების პრობლემების დაწყებამდე დაახლოებით 10 წლით ადრე,“ - ამბობს მთავარი მკვლევარი, პროფესორი მარკ ალბერსი, - „თუკი ეს ვერსია საბოლოოდ დამტკიცდება, ჩვენ შეგვეძლება სრულიად ხელმისაწვდომი, საკმაოდ იაფი სკრინინგის საშუალებით დავადგინოთ რისკი და შევთავაზოთ პაციენტს პრევენციული თერაპია, რომელიც ამ დაავადების სიმპტომების განვითარებას ხელს შეუშლის.“