5 შეცდომა, რომელიც ყველაზე მოდურ იერსაც კი აუფასურებს!

5 შეცდომა, რომელიც ყველაზე მოდურ იერსაც კი აუფასურებს!
ქალი ყველანაერი შეიძლება იყოს, მთავარია დაიმახსოვროთ, რომ არა მსუქანი არამედ მადისამღძვრელი, არა გრძელი არამედ დიდებული, არა სუსტი არამედ მოხდენილი, არა დაბალი არამედ მინიატურული. უნდა დააფასოთ ის რაც უფალმა გიბოძათ.


მოდის ექსპერტი ამტკიცებს, რომ მოდა ყველასთვისაა. ტანსაცმლის მოდური სტილი - ეს სულ სხვა შეგრძნებების სამყაროში მიმავალი საშვია!
ახალი იმიჯით ცხოვრებაც იცვლება. მოდური ვარცხნილობა, დახვეწილი მაკიაჟი და შეუდარებლად არჩეული ტანსაცმელი საფუძვლიანად ცვლის ქალის ბედს! ისინი იწყებენ საკუთარი თავის შეყვარებას, დაიკლებენ ზედმეტ კილოგრამებს, იმსახურებენ სასურველი მამაკაცების ყურადღებას. FPAPARAZZI-ს რედაქცია გთავაზობთ გაეცნოთ იმ 5 შეცდომის სიას, რომლებიც ესპერტების აზრით ქალის იმიჯს აზიანებენ.

სტილის არარსებობა
მოდის ექსპერტის აზრით, მრავალი ქალბატონის მთავარი შეცდომა გადაჭარბებაა. ექსპერტი ყურადღებას იმ 5 ძირითად პუნქტზე ამახვილებ, რომლებიც მათი აზრით ქალს აუფასურებენ:
  1. არასწორად შერჩეული მაკიაჟი
  2. ფრჩხილების გადაჭარბებული დიზაინი, მისი ყოველგვარი გამოვლინებით.
  3. სტრაზების (თვლების) და ლოგოტიპების გადაჭარბებული გამოყენება.
  4. სპორტული კოსტიუმები, რომელიც უდროოდ არის ჩაცმული
  5. გაშიშვლებული სხეული საზოგადოებაში.


თანამედროვე ტანსაცმლის სტილი საშუალებას აძლევს ყველა ქალს შეარჩიოს სწორედ მისთვის იდეალური სამოსი, ზედმეტი დეტალების გარეშე. გაითვალისწინეთ ექსპერტების რჩევა და გახსოვდეთ, რომ ტანსაცმელი კი არ ალამაზებს ადამიანს, არამედ ადამიანი ტანსაცმელს!