ტოპ-4 მანიკური, რომლებსაც ვარსკვლავები ირჩევენ
ცნობილი ადამიანები მუდამ მისაბაძი მაგალითი იყო მასებისთვის. ამასთან, ხშირად, ცუდი მაგალითებიც კი ხდებოდა ერთგვარი ეტალონი საზოგადოებისთვის. ყოველ მოდურ გოგონას აქვს თავისი სტილი და სილამაზის იდეალი. ამასთან, ვარსკვლავური ლამაზმანები ტრენდების დამფუძნებლები ხდებიან. ასეა მანიკურშიც, უამრავი საინტერესო დიზაინი სწორედ სელებრითებისგან წამოვიდა. როგორ მანიკურს ატარებენ ვარსკვლავები? იხილეთ ჩვენს დღევანდელ სტატიაში.
პირველი ადგილი. მთვარის მანიკური
ამ მანიკურმა პოზიცია დამსახურებულად დაიკავა, რადგან მას ატარებენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიცაა: კეტი პერი, დიტა ფონ ტიზი, ლანა დელ რეი და სხვ. ის დღემდე აქტუალური რჩება. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ეს გახლავთ კლასიკური ფრანგული მანიკურის უჩვეულო ალტერნატივა.
იდეალურად სწორი მანიკური - ეს გახლავთ სინატიფის მაჩვენებელი. მთვარის მახასიათებელი იმაშია, რომ ლაქი მთლიანად არ ისმევა - ფრჩხილის ზდრის საწყის ადგილს სხვა ფერით იღებავენ.
მეორე ადგილი. Nude-მანიკური
ახლა მოდაში ბუნებრივობაა. ბუნებრივი მაკიაჟი, ჯინსები და მაისურები, სუფთა და მოვლილი თმა, არავითარი ზედმეტობა.
კლასიკა, სისადავე და ორიგინალურობა. ნიუდ-მანიკური ამ სტილის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მას უპირატესობას ანიჭებენ სალმა ჰაიეკი, ადელი, კეიტ უინსლეტი, ჯენიფერ ლოპესი და სხვა ვარსკვლავები.
მესამე ადგილი. კლასიკა
ერთი ფერის ლაქები, ხშირად წითლის ყველა ელფერი, ან ფრანფული მანიკური - მუდამ მოდაშია და აქტუალურობას არ კარგავს. ეს გახლავთ უნივერსალური ვარიანტი ნებისმიერი შემთხვევისთვის.
და თუკი საკმარისი დრო არ არის და კარგად უნდა გამოიყურებოდე, ვარსკვლავები ირჩევენ სწორედ მას. კლასიკური ვარიანტი ნებისმიერ სამოსს უხდება და ცუდ გემოვნებაში ვერავინ დაგადანაშაულებთ. ვარიანტი უამრავია, ისევე როგორც ფერთა პალიტრა.
მეოთხე ადგილი. მკვეთრი მანიკური
ასეთი დიზაინი თამამ და შემოქმედებით ადამიანებს უყვართ. ფანტაზიის უშრეტი წყარო, ყველაზე მოულოდნელი გადაწყვეტილებები, მკვეთრი ფერები, ნახატები და ნეილ-არტი უყვართ ლედი გაგას, კეტი პერის, რიანას, ფერჯის, გვენ სტეფანის და სხვა ვარსკვლავებს.
ასეთი მანიკურით გამოხატავ კრეატიულობას და ორიგინალურობას. ის მუდამ შესამჩნევია, მასზე საუბრობენ. მაგალითად, რიანას და კეტი პერის მანიკური ხშირად ხდება მოდური ბლოგერების განხილვის საგანი.