როგორ გამოვდევნოთ ნახველი ბრონქებიდან
ნებისმიერი დაავადებისას, რომელსაც ბრონქული სეკრეტის გაძლიერებული გამოყოფა ახლავს, მნიშვნელოვანია სასუნთქი გზების მასში დაგროვილი ნახველისგან დროული გამოთავისუფლება, რამდენადაც ეს ყოველივე მნიშვნელოვნად აჩქარებს იქ მოხვედრილი მიკროორგანიზმების დროულ გამოდევნას და გამოჯანმრთელების პროცესს. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, როგორ გაათავისუფლოთ სასუნთქი გზები დაგროვილი ნახველისგან.
მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე
ნახველის გასათხელებლად და მისი სწრაფი ევაკუაციისთვის მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე. სასურველია სითხე იყოს თბილი და ტუტოვანი შედგენილობის, მაგალითად, თბილი რძე საჭმლის სოდასთან ან მინერალურ წყალთან ერთად.
ისუნთქეთ სუფთა ჰაერი
ამ მიზნით ხშირად გაანიავეთ საცხოვრებელი ოთახი, სასურველია ჰაერი იყოს ზომიერად ტენიანი. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰაერის დამატენიანებლები.
სუნთქვითი ვარჯიშები - პოსტურალური დრენაჟი
ბრონქების ნახველისგან გასასუფთავებელი ეფექტიანი საშუალებაა პოსტურალური დრენაჟი. რაც ითვალისწინებს სპეციალური ვარჯიშის ჩატარების სუნთქვის ორგანოების ნახველისგან გასათავისუფლებლად.
ყველაზე დიდი რაოდენობით ნახველი ღამით გროვდება, ამას ხელს უწყობს ისიც, რომ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ვერ ახერხებს მის გამოყოფას. ამით აიხსნება ის, რომ ხველის შეტევები, რაც დაგროვილი ნახველის სასუნთქი გზებიდან გამოდევნას ემსახურება, განსაკუთრებით დილით, გამოღვიძების შემდგომ ძლირდება.
სწორედ ამიტომ სპეციალისტები სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარებას გაღვიძებისთანავე გვირჩევენ.
ვარჯიში 1
დააწვინეთ პაციენტი ზურგზე ბალიშის გარეშე, ნელა მოატრიალებინეთ სხეული 45 გრადუსით ისე, რომ ღრმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა აკეთოს. ამ დროს უნდა დაიწყოს ნახველის გამოდევნა. ვარჯიში მეორდება 4-6-ჯერ.
ვარჯიში 2
პაციენტი უნდა დადგეს მუხლებზე და გადაიწიოს წინ 6-ჯერ ზედიზედ. შემდგომ 1-წუთიანი შესვენება და კვლავ 6-ჯერადი გადახრა წინ. ვარჯიში მეორდება 6-ჯერ.