როგორ ვაკონტროლოთ წონა დღესასწაულებზე?

როგორ ვაკონტროლოთ წონა დღესასწაულებზე?
ახლოვდება ზამთრის დღესასწაულები, ანუ დრო, როდესაც აბსოლუტურად ყველგან უამრავი საცდური და სასუსნავია, რაც ჩვენს წონას საფრთხეს უქმნის. ექსპერტები გვთავაზობენ რამდენიმე ხერხს, თუ როგორ მოვახერხოთ, არ მივირთვათ ზედმეტი მაშინ, როცა გარშემო უამრავი საჭმელია და ყველგან სადღესასწაულო სუფრასთან გვეპატიჟებიან!

  1. დასახეთ გეგმა



    სანამ რამეს გადაიღებთ, კარგად გადახედეთ სუფრასდა გადაწყვიტეთ, რომელი კერძის მირთმევა გსურთ ყველაზე მეტად. აირჩიეთ ფავორიტები და გადაიღეთ მცირე ულუფები. ამით თავიდან აირიდებთ ზედმეტ კალორიებს, მიირთმევთ ცოტ-ცოტას და იმას, რაც ნამდვილად გინდათ და არა ყველაფერს, რასაც თვალს მოჰკრავთ.

  2. ყურადღება მიაქციეთ პორციებს



    დღესასწაული ზედმეტი ჭამის „საშვი“ არ არის. საჭმლის მცირე ულუფებად მირთმევა უამრავი კალორიისგან დაგიცავთ. თანაც, კვლევებით დადგენილია, რომ ისინი, ვინც სასურველ საკვებს მცირე პორციებით მიირთმევს, არანაკლებ დაკმაყოფილებული რჩება, ვიდრე ისინი, ვინც იმავე საკვების ზედმეტ რაოდენობას იღებს.

  3. თეფშის ზომა

    როგორ ვაკონტროლოთ წონა დღესასწაულებზე?

    თქვენ 30%-ით ნაკლებ საკვებს მიირთმევთ, თუკი მცირე ზომის თეფშზე გადაიღებთ საკვებს. პატარა ზომის თეფში ქმნის ილუზიას, რომ თქვენ მასზე დიდი რაოდენობით საკვებია.

  4. ნუ დაიმშევით



    ნუ „შეინახავთ კუჭს“ წვეულებისთვის, თორემ დამშეული მიაწყდებით სუფრას და ჩანთქავთ ყველაფერს, რაც ხელში მოგხვდებათ. წვეულებაზე წასვლამდე მსუბუქად, მიიღეთ პროტეინის, დიეტური ნახშირწყლებისა და სასარგებლო ცხიმის შემცველი საკვები. ამგვარად გაცილებით გონივრულად გააკეთებთ არჩევანს სადღესასწაულო სუფრასთან.

  5. ნუ დაამატებთ საკვებს



    იმის ნაცვლად, რომ კერძების ცარიელი თეფშები ხელახლა შეავსოთ, გადაინახეთ მეორე დღისთვის და „ნამცეცობა“ მოაწყვეთ.

  6. არ დაივიწყოთ სასწორი



    დადექით სასწორზე ყოველ დილით. კვლევებით დამტკიცებულია, რომ ისინი, ვინც ყოველ დილას იწონებიან, გაცილებით ადვილად იცილებენ ზედმეტ წონას ვიდრე ისინი, ვინც სასწორს არ ეკარება.

  7. კარგად დაღეჭეთ საკვები



    15-ის ნაცვლად, 40-ჯერ დაღეჭეთ თითოეული ლუკმა, ამგვარად 12%-ით ნაკლებ კალორიას მიიღებთ. ღეჭვა გაიძულებთ, შეანელოთ საკვების მიღება, ისიამოვნოთ გემოთი და გააცნობიეროთ, თუ როგორ ჭამთ.

  8. მოსცილდით სუფრას



    მუდმივად სუფრასთან ჯდომა/დგომა ძალაუნებურად გიბიძგებთ, მეტი ჭამოთ. ეცადეთ, პერიოდულად მოსცილდეთ მაგიდას, სადაც საკვებია.

  9. სვით მეტი წყალი



    შიმშილის გამძაფრებული გრძნობა შეიძლება დეჰიდრაციის ნიშანი იყოს. სუფრასთან დაჯდომამდე დალიეთ ერთი ჭიქა წყალი.

  10. შეცვალეთ რეცეპტები



    არსებობს ტრადიციული კერძები, ურომლისოდაც საახალწლო სუფრა საახალწლო სუფრა ვერ იქნება. თუკი არ გინდათ ამ ტრადიციის დარღვევა, უბრალოდ ეცადეთ, ნაკლებ კალორიული გახადოთ ის. მაგალითად, ღვეზელი ან ხაჭაპური თხელი ცომით მოამზადეთ და ა.შ.

  11. გონივრულად შეარჩიეთ სასმელი



    უპირატესობა მიანიჭეთ ღვინოს და დაბალკალორიულ ალკოჰოლურ კოქტეილებზე, მაგალითად vodka soda-ს. ასევე, თუკი ღვინოს მინერალურ წყალს დააყოლებთ, ამით კალორიების მხოლოდ ნახევარს მიიღებთ, ამასთან არც ორგანიზმი გაუწყლოვდება.

  12. იმოძრავეთ



    დღესასწაულები არ არის გასამართლებელი საბუთი ყოველდღიური ვარჯიშების მისატოვებლად. თუკი ვერ ახერხებთ სავარჯიშოდ დარბაზში წასვლას, ისეირნეთ ფეხით, ირბინეთ, იგუნდავეთ და ისრიალეთ თოვლში. 10-წუთიანი ფიზიკური სავარჯიშოც კი საქმეა!

  13. მიირთვით რამდენიმე თავი საჭმელი



    თუკი სადღესასწაულო სადილს ცალკეულ თავ კერძებად დაყოფთ, გაცილებით ნაკლებ კალორიებს მიიღებთ. ძირითად კერძამდე წვნიანისა და სალათის მირთმევა დაგეხმარებათ, გაცილებით ნაკლები მძიმე საკვები მიიღოთ.

  14. კონცენტრირდით დღესასწაულზე



    დღესასწაულები ხომ მხოლოდ საცივი და გოზინაყი არ არის. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რომ შეკრიბოთ საყვარელი ადამიანები და მათთან ერთად გაატაროთ დრო.