კოქტეილი ''ჩია ფრესკა'' - იდეალური სასმელი მუცლის არეში ცხიმების დასაწვავად.

კოქტეილი ''ჩია ფრესკა'' - იდეალური სასმელი მუცლის არეში ცხიმების დასაწვავად.
ჩიას თესლი - მაღალი საკვები ღირებულების მქონე პროდუქტი, რომელსაც მრავალი წელია გამოიყენებენ წონის დასაკლებად და სხვადასხვა დაავადებების წინააღდმეგ საბრძოლველად. სწორედ ეს მარცვლები წარმოადგენდა ლეგენდარული მაიას ტომის, აცტეკებისა და ინკების კვების რაციონის განუყოფელ ნაწილს. ჩიას თესლი შეიცავს წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით ცილას (მარცვლის საერთო მასის 19-23%-ს).

ჩიას თესლი გასახდომად



ჩიას თესლი სითხესთან კომბინაციაში წარმოქმნის განსაკუთრებულ გელს, რომელიც ედება კუჭის კედლებს და მთლიანად ფარავს მას. ეს მასა ანელებს ორგანიზმის მიერ ნახშირწყლების შეწოვის პროცესს.

დღეს ჩვენი რედაქცია გიზიარებთ გასაოცარი სასმელის მომზადების რეცეპტს, რომელსაც ''ჩია ფრესკა''-ს სახელწოდებით იცნობენ. ამ სასმელის მოსამზადებლად თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ხილის წვენი, თუმცა წონის დასაკლებად უმჯობესია არჩევნის ლიმონის ფრეშზე შეჩერება.



თქვენ დაგჭირდებათ:
  • 1 ს.კ ჩიას თესლი;
  • 1 ლიმონი;
  • 100 გ წყალი;
  • 1 ს.კ თაფლი.

მომზადება:

  1. ჩაალბეთ ჩიას თესლი წყალში 1 საათით.



  2. მას შემდეგ, რაც მარცვლები გაფუვდება და ჟელეს კოსისტენციას შეიძენს, გადაიტანეთ ისინი წყლისა და ლიმონის წვენის ნარევში. სურვილისამებრ, შეგიძლიათ ჩაამატოთ თაფლიც.



მიღებული სასმელი მიირთვით დილით, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ჩიას თესლი განაპირობებს ნივთიერებათა ცვლის პროცესების დაჩქარებას და გვეხმარება ხანმოკლე დროში ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისფლებაში.

უკუჩვენება: ლიმონის წვენის მიღება აკრძალულია ადამიანებისთვის, რომლებიც ქრონიკული პანკრეატიტისგან, მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადებებისგან ან კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებებისგან იტანჯებიან.