წარბების გამოყვანა ძაფით - არავითარი სალონი!

ამიერიდან აღარ დაგჭირდებათ წარბის გასაკეთებლად სალონში სიარული. ჩვენ გასწავლით, როგორ გაიკეთოთ წარბი იდეალურად სახლის პირობებში.
ამისთვის შემდეგი ნივთები დაგჭირდებათ:
ახლა კი მიჰყევით ინსტრუქციას:
ამისთვის შემდეგი ნივთები დაგჭირდებათ:
- გამძლე ძაფი.
- ფანქარი-ლაინერი.
- პატარა მაკრატელი.
- პინცეტი.
- ტალკი.
- ანტისეპტიკური ხსნარი.
ახლა კი მიჰყევით ინსტრუქციას:
- ფანქარ-ლაინერის საშუალებით, მოხაზეთ წარბის გარშემო სასურველი ფორმა.
- მოჭერით დაახლოებით 50სმ ძაფი. ბოლოები გაკვანძეთ და გააკეთეთ მარყუჟი.
- გაუყარეთ თითები მარყუჟში და გადაგრიხეთ ძაფი 3-4-ჯერ, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.
- დაიყარეთ ტალკი იმ ადგილას, რომლის დამუშავებასაც აპირებთ ძაფით.
- ამოძრავებთ მხოლოდ ცალ ხელს, ხურავთ და შლით, როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები. დაიწყეთ თმის მოცილება მისი ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით.
- მას შემდეგ, რაც მოიცილებთ არასასურველ თმას, შეისწორეთ წარბი მაკრატლის საშუალებით.
- თუკი რამდენიმე პატარა ღერი დაგრჩათ, მოიცილეთ პინცეტით.
- წაისვით ანტისეპტიკური ხსნარი ან კრემი, რომ კანის გაღიზიანება და ინფექცია აირიდოთ თავიდან.
- ამავე მეთოდით შეგიძლიათ თმა მოიცილოთ ზედა ტუჩიდან.