4 ნაბიჯი იდეალური წარბისთვის
ლამაზ წარბებს ნამდვილად ძალუძთ სახისთვის მეტი მომხიბვლელობის მინიჭება. თუკი თქვენ რაიმე მიზეზით არ გაქვთ იდეალური ფორმის წარბები, შეგიძლიათ მაკიაჟით დააკორექტიროთ.
უბრალოდ მიჰყევით შემდეგ წესებს:
უბრალოდ მიჰყევით შემდეგ წესებს:
- წარბის სავარცხლის/ჯაგრისის საშუალებით, აივარცხნეთ წარბები ზევით.
- წარბის ფანქრის საშუალებით, გამოიყვანეთ მის გარშემო სასურველი ფორმა.
- დაუმატეთ ფერი და გაამუქეთ წარბის ფანქრის საშუალებით, ქვემოდან ზემოთ მიმართული ნაზი ხაზებით, რომ ბუნებრივი იერი შეინარჩუნოთ. არავითარ შემთხვევაში არ წარმოიდგინოთ, რომ წარბს „აფერადებთ“.
- თვალის გამოსაკვეთად და წარბის ფორმისთვის დასრულებული ფორმის მისანიჭებლად, ზუსტად წარბის ქვეშ წაისვით ე.წ. ქონსილერი (ნაკლის შემნიღბავი საშუალება) ან ჰაილაითერი, ან მბზინავი თეთრი ჩრდილი.