დროებითი ფერადი მელირება სახლის პირობებში!

დროებითი ფერადი მელირება სახლის პირობებში!
გინდათ განსხვავებულად გამიყურებოდეთ? ამისთვის სილაც არ არის აუცილებელი სტილისტებთან სირბილი! ნახეთ, როგორ შეიძლება გაიკეთოთ ფერადი დროებითი მელირება სახლში, საკუთარი ხელით და დიდი დანახარჯების გარეშე!

ამისთვის დაგჭირდებათ:

  • კრეპის ქაღალდი
  • წყალი
  • პატარა ჯამი
  • ჯაგრისი
  • ფოლგა
  • მაკრატელი


შენიშვნა: შედეგი სხვადასხვა იქნება თქვენი თმის ბუნებრივი ფერიდან გამომდინარე.ღია ფერის თმას უფრო კაშკაშა ელფერი მიეცემა, მუქი ფერის თმა კი ოდნავ შეიცვლის ფერს.

  1. ნაბიჯი 1: აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ფერის კრეპის ქაღალდი
    დიახ, კრეპის ქაღალდი იქნება ფერის წყარო დროებითი მელირებისთვის! გასაოცარია, არა? ნებისმიერი ფერის არჩევა შეგიძლიათ, ჩვენ კი ამჯერად ვარდისფერზე შევჩერდებით.

  2. ნაბიჯი 2: დაჭერით კრეპის ქაღალდი
    არ აქვს მნიშვნელობა ნაჭრების ფორმას. უბრალოდ სხვადასხვა ზომის ნაჭრები უნდა იყოს.

  3. ნაბიჯი 3: დაჭრილი ქაღალდი მოათავსეთ ჯამში
    ჯამი საკმარისი ზომის უნდა იყოს,რომ მთლიანად დაიტიოს ქაღალდის ნაჭრები.

  4. ნაბიჯი 4: დაასხით ქაღალდის ნაჭრებს ცხელი წყალი

    წყალი საკმარისად ცხელი უნდა იყოს, რომ მაშინვე დაარბილოს ქაღალდი და ფერი გამოადინოს.

  5. ნაბიჯი 5: მოურიეთ ჯაგრისით
    როდესაც კრეპის ქაღალდი მთლიანად ან თითქმის მთლიანად შეიწოვს ცხელ წყალს, მოურიეთ და გასრისეთ ჯაგრისით, რომ ვარდისფერი პიგმენტი კარგად გამოადინოთ.

  6. ნაბიჯი 6: დაყავით თმა კულულებად
    ჩაიცვით ხელთათმანები და დაიყავით თმა. შეგიძლიათ, მხოლოდ თმის ბოლოები შეიღებოთ რამდენიმე მონაკვეთზე, ან მთლიანად თმაც. თუ გამბედავი ხართ, შეგიძლიათ სხვადასხვა ფერი დაიტანოთ სხვადასხვა მონაკვეთზე! უბრალოდ კარგად დაანაწილეთ თმა, ამაში დიდი ზომის სარჭებიც დაგეხმარებთ.

    მზად ხართ შემდეგი ნაბიჯისთვის? მაშ ასე, შეგიძლიათ ფოლგის გამოყენებით დაიწყოთ საღებავის დატანა:

  7. ნაბიჯი 1: დაჭერით ფოლგა გრძელ ზოლებად
    არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ფოლგა გაქვთ. აიღეთ ჩვეულებრივი ფოლგა, რომელსაც საკვების გადასახვევადაც იყენებთ. რა თქმა უნდა, სუფთა! მოათავსეთ ფოლგის ზოლი თმის მონაკვეთთან, რომლის შეღებვაც გინდათ და ეცადეთ, რაც შეიძლება ახლოს იყოს თმის ძირებთან.

  8. ნაბიჯი 2: ჯაგრისით წაისვით საღებავი
    მომზადებული მასა ჯაგრისის საშუალებით დაიტანეთ თმაზე. თუ ძალიან ჭყეტელა ეფექტი გინდათ, დაახლოებით ხუთჯერ გადაისვით.

  9. ნაბიჯი 3: დაახვიეთ ფოლგა

    დარწმუნდით, რომ შესაღები კულულები მთლიანად დაფარულია. გააკეთეთ იგივე ყველა იმ კულულზე, რომლის შეღებვაც გნებავთ და 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.