როგორ უნდა მოვუაროთ წარბებს სწორად, რომ არ დაკარგონ მომხიბვლელობა!
წარბები გაცილებით უფრო ხშირად მამაკაცებს უთეთრდებათ. ქალებში ასაკობრივი ცვლილებები იწვევს წარბების შეთხელებას. გარდა ამისა წარბებზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს ხანგრძლივი მზის აბაზანები, თმის საღებავის ხშირი გამოყენება, საღებავების არადამაკმაყოფილებელი ხარისხი, წარბების ფორმის ხშირი კორექტირება. აქვს უნდა აღინიშნოს, რომ არ არის რეკომენდირებული წარბის ფორმის მკვეთრად შეცვლა. უმჯობესია ამოვიძროთ მხოლოდ ის რამდენიმე ღერი თმა, რომელიც აშკარად არ უხდება თქვენი წარბების ბუნებრივ ფორმას ( მოყვანილობას ).
- წარბების თმის მოსავლელად, შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი ცხიმი. გარდა ამისა, კარგ ეფექტს იძლევა მკვებავი კრემი. თუ თმას მბზინვარება დაკარგული აქვს და გამომშრალია, კარგია თბილი ზეთოვანი საფენების დადება. შევათბოთ ნებისმიერი მცენარეული ზეთი. შემთბარი ზეთით გავჟღინთოთ ბამბის ტამპონები, მერე კარგად გავწუროთ და წარბებზე დავიფინოთ. ზემოდან დავაფაროთ თბილი პირსახოცი. 10 - 15 წუთის შემდეგ საფენები მოვიხსნათ.
- ყოველ დილით პირის დაბანის შემდეგ, წარბები უნდა დავივარცხნოთ სპეციალური პატარა ჯაგრისით. ჯერ თმის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით, შემდეგ ავივარცხნოთ ზემოთ და ბოლოს თმის ზრდის მიმართულებით, გადავივარცხნოთ. მოვლილი წარბები ყოველთვის მშვენივრად გამოიყურება და სახეს სასიამოვნო ელფერს აძლევს.