უგემრიელესი ფრანგული ღვეზელი კიშ ლორენი

უგემრიელესი ფრანგული ღვეზელი კიშ ლორენი
კიში ფრანგული კერძია, რომლის გულსართადაც ნებისმიერი ბოსტნეულის გამოყენება შეგვიძლია. fpaparazzi გირჩევთ, მოამზადოთ ვაქხშმად ეს უგემრიელესი ღვეზელი და ასიამოვნოთ საკუთარი თავი და ოჯახის წევრები.
საჭირო მასალა:
  • ფენოვანი ცომი 300 გ
  • ლორი 200 გ
  • ქამა სოკო 200 გ
  • ტკბილი წიწაკა 2 ცალი
  • ბროკოლი 1 პატარა თავი
  • კვერცხი 3
  • რძე 200 მლ
  • ყველი 200 გ
  • მარილი
  • პილპილი

მომზადება:
  1. ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ, ჩავაფინოთ საცხობ ფორმაში და კიდეები ლამაზად შემოვაჭრათ.
  2. სოკო ოთხად გავჭრათ. ბროკოლი ყვავილედებად დავანაწილოთ. ტკბილი წიწაკა (სასურველია სხვადასხვა ფერის) ოთხკუთხედებად დავჭრათ.
  3. კვერცხი ავთქვიფოთ, დავასხათ რძე, დავამატოთ გახეხილი ყველი, მარილი და პილპილი. მარილის რაოდენობა იმის მიხედვით განვსაზღვროთ თუ რამდენად მარილიანია ყველი.
  4. ცომზე მოვაყაროთ ბროკოლი, წიწაკა, სოკო, მოვასხათ კვერცხიანი მასა და შევდგათ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოსაცხობად.
  5. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ, როდესაც კიშის კიდეები საცხობი ფორმის კედლებს მოსცილდება და მასა შეიკვრება, გაზქურა გამოვრთოთ და კიში ღუმელშივე შევაგრილოთ.

გემრიელად მიირთვით!