დესერტი უფროსებისთვის - დღესასწაულებზე ძალიან აქტუალური იქნება!

დესერტი უფროსებისთვის - დღესასწაულებზე ძალიან აქტუალური იქნება!
fpaparazzi აქედანვე გეტყვით, რომ მსგავსი არაფერი გაგისნჯავთ. ამასთან დესერტი ულამაზესია და ნამდვილად დაამშვენებს თქვენს სადღესასწაულო სუფრას!

საჭირო მასალა:
  • ვაშლი 6 ცალი
  • 4 ჭიქა ადუღებული წყალი
  • 340 გ ხსნადი ლიმონის ჟელატინი
  • 2 ჭიქა ვისკი
  • 2 ჭიქა ცივი წყალი
  • გარნირად ალუბლის კომპოტი


მომზადების წესი:
1. გაჭერით შუაზე ვაშლი და ამოაჭერით გული. მოასხით ლიმონის წვენი, რათა არ გაშავდეს.
2. აადუღეთ 4 ჭიქა წყალი.
3. ჟელატინი გახსენით ადუღებულ წყალში.
4. დაუმატეთ 2 ჭიქა ცივი წყალი და ვისკი - კარგად აურიეთ.
5. ჩაასხით მიღებული მასა გაჭრილი ვაშლის ფიალებში. თავად ვაშლები კი წინასწარ მოათვსეთ კექსის ფორმებში.
6. ვაშლის თითოეულ ნაჭერში ჩადეთ თითო ცალი ალუბალი.
7. გააცივეთ მაცივარში 4 საათის განმავლობაში.
8. შემდეგ დაჭერით ცაშლი 4 ნაჭრად და მიიტანეთ სუფრასთან.