პროსტატის კიბოს სამკურნალო რეცეპტი, რომლის შედეგიც გაგაოცებთ!

პროსტატის კიბოს სამკურნალო რეცეპტი, რომლის შედეგიც გაგაოცებთ!
ჩემს მეუღლეს პროსტატის კიბოს სამი ოპერაციის შემდეგ ქიმიოთერაპია დაუნიშნეს, მაგრამ ისე დასუსტდა, რომ ამგვარ მკურნალობაზე უარი ვთქვით. ერთმა ნაცნობმა ფიტოთერაპევტმა მასწავლა მამულას ნაყენის მომზადება, რისთვისაც დაგჭირდებათ მისი ფესვები და ფოთლები.

ინგრედიენტები:
  • ნედლი მამულა 200 გრ
  • არაყი 1 ლ ( 40 გრადუსიანი )

მომზადების და გამოყენების წესი:
თუ მცენარე ნედლია, 200 გრ დაასხით 1ლ 40 - გრადუსიანი არაყი, ხოლო თუ ხმელია, 1 წილ მცენარეს უნდა დაასხათ 10 წილი არაყი ( მაგალითად, 100 გრ - 1 ლ ). გააჩერეთ 15 დღე. შემდეგ გადაწურეთ და სვით 3 - ჯერ დღეში ჭამამდე 20 - 30 წუთით ადრე. თითო მიღების დოზაა ნახევარი ჭიქა თბილ წყალში გახსნილი 1 საჩაროზე კოვზი ნაყენი. მკურნალობის კურსი ერთი თვეა. შემდეგ 10 დღე დაისვენეთ და თუ საჭიროდ ჩათვლით, კურსი გაიმეორეთ.
ჩემმა მეუღლემ 2 კურსი ჩაიტარა და შემდეგ გაიკეთა სისხლის ანალიზი - შედეგი გასაოცარი აღმოჩნდა!
მამულა ეფექტიანი ყოფილა ყოველგვარი სიმსივნური დაავადების, ეპილეფსიის, ტუბერკულოზის, მენინგიტის, ჭიების, ბევრი ქალური დაავადების დროს. ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით, იგი 120000 სიმსივნურ უჯრედზე მხოლოდ ერთ ჯანსაღ უჯრედს ანადგურებს.

ექიმის კომენტარი:
მამულა მრავალწლიანი მცენარეა. მიეკუთვნება რთულყვავილოვანთა ოჯახს. გავრცელებულია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. აღწევს სუბალპურ ზონამდე, იზრდება ბუჩქნარებში, ბოსტნებში, მდინარის ნაპირებზე. აქვს ტარხუნის მსგავსი პიკანტური სუნი და მწარე გემო. ყვავილობს აგვისტო - სექტემბერში.
მცენარე მდიდარია D ვიტამინით, ეთერზეთებით, პროტეინებით, კუმარინებით, იზოპრენოიდული რადიკალით და სხვა ბიოაქტიური ნივთიერებებით.
მამულას აქვს ანტისეპტიკური , სიცხის დამწევი, ანტიანთებითი მოქმედება, არის მადის მომგვრელი, დამამშვიდებელი ( ნევრასთენიების და უძილობის დროს ), კრუნჩხვის საწინააღმდეგო ( ეპილეფსიის დროს ), ტკივილის მომხსნელი ( ნაწლავური კოლიტის და შაკიკის დროს ). მამულას აგრეთვე აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. იყენებენ ღვიძლის პათოლოგიების სამკურნალოდ, ფილტვების ტუბერკულოზის და ქრონიკული ბრონქიტის დროს.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი