ნიღაბი, რომელიც თქვენს სახის კანს სინაზესა და სიცოცხლეს დაუბრუნებს!

ნიღაბი, რომელიც თქვენს სახის კანს სინაზესა და  სიცოცხლეს დაუბრუნებს!
დღეს ყველას არ აქვს ძვირადღირებული კრემების შეძენის საშუალება, ამიტომ მინდა გასწავლოთ ნიღბის რეცეპტი, რომელიც თქვენს კანს სინაზესა და სიცოცხლეს დაუბრუნებს. ნიღაბს თავადვე მოამზადებთ.

დაგვჭირდება:
  • რძე 1 ჭ
  • ლიმონი 1 ჩ/კ
  • კონიაკი 1 ჩ/კ

მომზადების და გამოყენების წესი:
1 ჭიქა რძეს დაუმატეთ 1 ჩ/კ ლიმონის წვენი და 1 ჩ/კ კონიაკი, შეათბეთ და წაისვით სახის კანზე. როცა პირველი ფენა გაშრება, წაისვით მეორე ფენა და ასე გააკეთეთ რამდენჯერმე. პროცედურის ჩასატარებლად სულ ნახევარი საათი დაგჭირდებათ, მაგრამ მერწმუნეთ, არ ინანებთ.
ნიღბის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ რძის სხვა პროდუქტებიც - მაწონი, ხაჭო, კეფირი.

ექიმის კომენტარი:
რძე შეიცავს A და E ვიტამინს. ეს სითხე მდიდარია კანისთვის მნიშვნელოვანი სხვა აქტიური ნივთიერებებითაც. კონიაკი ტონუსს მატებს კანს, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, რაც კანის ჟანგბადით გამდიდრებას უწყობს ხელს. ლიმონის წვენი ათეთრებს კანს და ამაგრებს მას C ვიტამინით.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი