თანამშრომელმა ეს ნიღაბი გაიკეთა და მეც მაშინვე ჩავიწერე რეცეპტი! მეც ლამაზმანი ვინქები!

თანამშრომელმა ეს ნიღაბი გაიკეთა და მეც მაშინვე ჩავიწერე რეცეპტი! მეც ლამაზმანი ვინქები!
ყველა თქვენგანს თავისუფლად შეუძლია შეიძინოს სახის კანის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი აფთიაქში ან მაღაზიაში, მაგრამ თქვენ ვერასოდეს შეიტყობთ რა მოათავსა ამ ნიღაბის მწარმოებელმა ქილაში და რა რეაქცია ექნება მასზე თქვენს კანს.

FPAPARAZZI-ს რედაქცია წარმოგიდგენთ სახის ლიფტინგ-ნიღაბის რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ თავისუფლად დაამზადო სახლის პირობებშიც. მისი მოქმედებით გამოწვეული შედეგებით კი აუცილებლად ძალიან კმაყოფილი იქნებით.

სახის კანის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი

ინგრედიენტები:
  • ნახევარი ბანანი ყავისფერი წერტილების გარეშე
  • 1 ჩ/კ დაფქული კოჭა ან ნედლი ფესვის წვენი.
  • 2 ჩ/კ კოსმეტიკური ზეითუნის ზეთი (ან ნებისმიერი სხვა)
  • 1 კვერცხის ათქვეფილი ცილა

მომზადების წესი:

  1. დაჭყლიტეთ ბანანი ჩანგლით, დაუმატეთ კოჭა და ზეითუნის ზეთი.

  2. გახსენით ნიღაბი კვერცხის ცილით თხევადი კრემის კონსისტენციის მიღებამდე.


გამოყენების წესი:

  1. წაისვით ნაზავი თხელ ფენად სახის კანზე, კისერზე და დეკოლტეს არეზე. ადროვეთ შეშრობა და წაისვით მეორე-მესამე ფენები. ბოლო ფენა გაიჩერეთ დაახლოებით 10-15 წუთი.

  2. დააილბეთ ნიღბიანი სახე თბილი წყლით და შემდეგ ჩამოიბანეთ თითქმის ცივი წყლით.
  3. წაისვით სახეზე თქვენი კრემი (სასურველია მსუბუქი) ან შრატი.


ამ ნიღბის გამოყენების შემდეგ შედეგი თქვენი სახის კანისთვის ფაქტიურად მომენტალური იქნება. ის წარმოადგენს შესანიშნავ მატონიზირებელ ლიფტინგ-ნიღაბს. მას ასევე უწოდებენ "მინუს 10 წელს".

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ნიღაბი ერთჯერადად — კანის ექსპრეს მოვლისთვის ან შეგიძლიათ ჩაიტაროთ მთელი კურსი, თუკი თქვენი კანი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. გაიკეთეთ 10 ნიღაბი, ისე რომ პროცედურები გაიმეოროთ არაუადრეს 5-6 დღისა.

დაუბრუნეთ თქვენს კანს ახალგაზრდული სიმალაზე და აუცილებლად გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს ეს მართლაც ჯადოსნური რეცეპტი.