სახის კანის დაჭიმვა სალონური პროცედურების გარეშე: 3 საუკეთესო ნიღაბი

სახის კანის დაჭიმვა სალონური პროცედურების გარეშე: 3 საუკეთესო ნიღაბი
წლებთან ერთად უფრო ახალგაზრდები ვერ გავხდებით. ეს, პირველ რიგში სახის კანზე აისახება. დრო ცოტათი რომ შევაჩეროთ და სილამაზე და ახალგაზრდობა რომ შევინარჩუნოთ, საჭიროა სახის კანის სწორი მოვლა. ჩვენს დღევანდელ სტატიაში თავი მოვუყარეთ 3 ნიღბის რეცეპტს, რომლის დამზადებაც შინაურ პირობებში არის შესაძლებელი და რომლებიც ეფექტურად ჭიმავენ კანს. მაშ ასე...

1. შესანიშნავ დამჭივავ ეფექტს, რომელიც სალონურ პროცედურებს არ უდებს ტოლს, მივიღებთ მყიდიერი მოქმედების ნიღბისგან. საჭიროა მხოლოდ 1 ჩ.კ. სახამებელი და 1 ბანანი. შეურიეთ ინგრედიენტები, წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20-25 წუთით. დაელოდეთ, სანამ კარგად გაშრება, შემდეგ ჩამოიბანეთ.

სახის კანის დაჭიმვა სალონური პროცედურების გარეშე: 3 საუკეთესო ნიღაბი

2. სახის მატონიზირებელი და მაცოცხლებელი ნიღაბი, რომელიც ეფექტურად ჭიმავს კანს: 1 ლიმონის წვენი, 1 ჩ.კ. თაფლი და 1 ს.კ. თეთრი თიხა კარგად მოურიეთ და წაისვით სახეზე 20 წუთით. თიხა არა,ხოლოდ ჭიმავს კანს, არამედ, მას გააჩნია ანტიბაქტერიალური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. კანის სიწითლე და პატარა დეფექტები ადვილად მოგცილდებათ.



3. მესამე ნიღბის მოსამზადებლად, რომელიც დაღლილ იერსახეს მოგაცილებთ, საჭიროა 1 კვერცხის ცილა (კარგად ჭიმავს კანს, ავიწროებს ფორებს), 1 ჩ.კ. ტალკი, 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი და რამდენიმე წვეთი მენთოლის ზეთი. მოურიეთ ინგრედიენტებიდ ა წაისვით სახეზე 20-25 წუთით.



მოამზადეთ ეს ნიღბები რიგ-რიგობით, 3-4 დღის ინტერვალით.