გახდომის 9 საიდუმლო, რომლის შესახებაც მეცნიერები საუბრობენ, ხოლო დიეტოლები - დუმან.

გახდომის 9 საიდუმლო, რომლის შესახებაც მეცნიერები საუბრობენ, ხოლო დიეტოლები - დუმან.
ტრანსფორმაციის არაჩვევულებრივი სიმბოლო გახლავთ - გველი! ცვლილებისათვის რეპტილია ტყავიდან ძვრება და ეს პროცესი საკმაოდ მტკივნეულიცაა. ამ დროს მას ყველაფერი სტკივა, მაგრამ ის ბრძოლას განაგრძობს, რის შემდეგაც უფრო ძლიერი და ჯანმრთელი ხდება!

თუკი გახდომა და სხეულის შეცვლა გსურთ, ამისათვის თვისებები და ცხოვრების წესი უნდა შეიცვალოთ. ცვლილებისათვის კი დაახლოებით იგივე პროცესის გავლა მოგეიწევთ, როგორიც ზემოთ აღვწერეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ.

ყველაფერი გამოგივათ, მთავარია ნებისყოფა! თუკი საქმეს სწორად მიუდგებით, კილოგრამებიც დნობას დაიწყებენ!

როგორ უნდა დაიწყოთ გახდომა:

  1. გვასწავლიდნენ რომ, თუკი კალორიების დათვლას, მათ სწორად გადანაწილებას და ხარჯვას ვისწავლით, ცხიმები დაიწყებდნენ დნობას. სხეულის წონის შესამცირებლად კი საჭიროა დღის განმავლობაში ნახშირყწლების სწორად გადანაწილება. კვებისას კინახშირწყლებთან შედარებით, მეტი პროტეინების და ცხიმების მიღებაა საჭირო. ორაგული, ქაშაყი, სარდინები, ნიგოზი, ავოკადო, კვერცხი, - ეს პროდუქტები შეიცავს ომეგა-6 და ომეგა-3, რაც ორგანიზმში ინსულინის გამომუშავებას აბალანსებს და ხელს უშლის ცხიმების დაგროვებას.

    გახდომის 9 საიდუმლო, რომლის შესახებაც მეცნიერები საუბრობენ, ხოლო დიეტოლები - დუმან.

  2. თავბრუს ხვევა, სისუსტე, ტკბილის მიღების სურვილი - ყველაფერი ეს სისხლში ინსულინის მკვეთრი ცვლილებიდან გამომდინარეობს. ამ პროცესის მიმდინარეობისას, დისკომფორტს განიცდის ორგანიზმი და ადამიანს სასწრაფოდ ტკბილის მიღების სურვილი უჩენს, რათა შაქრის დონემ სწრაფად აიწიოს. გამოსავალი ამგვარი სიტუაციიდან მხოლოდ სწორი კვებაა. როდესაც ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით მიკროელემენტების მიღებას დაიწყებს, სისხლში ჰორმონალური ფონიც მწყობრში ჩადგება! ძალიან კარგია ბროკოლის და მწვანილის ხშირად მიღება, ისინი სავსეა ქრომით - ნივთიერებით, რომელიც ტკბილის მიღების სურვილს ანეიტრალებს.



  3. რთული წარმოსადგენია სწორი კვება და გადატვირთული სამუშაო გრაფიკი! ამისათვის სრული მობილიზებაა საჭირო, თუმცა შეუძლებელი არაფერია! აუცილებელია, წინასწარ დაგეგმილი მენიუ და კვირის მანძილზე საკვების მომარაგება! წინასწარ მოამზადებთ ხორცს გარნირნირით და დაახარისხებთ საჭირო რაოდენობით: ორშაბათი - საუზმე; სადილი;... ასე ზედმეტი ლუკმის მიღებასაც კი აიცილებთ თავიდან. იგივენაირად იქცევით ხილის მიღებისას, ყველა ულუფას ჰყოფთ და ანაწილებთ დღის მანძილზე!



  4. გახსოვდეთ, რომ დიეტის დროს იკვებებით 4 საათში ერთხელ. ასეთ შემთხვევაში ორგანიზმი საკვები ნივთიერებების დეფიციტს აღარ განიცდის და აღარც ცხიმების სახით კალორიების მომარაგებას აგრძელებს. დიეტაზე ყოფნისას, ნუ დაგავიწყდებათ სითხის მიღება! თუ ფიქრობთ, რომ დროის მართვა გაგიჭირდებათ, ამაში საკუთარი ტელეფონი დაიხმარეთ, რომელიც ყოველ მეოთხე საათს შეგახსენებთ! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რეჟიმში ცხოვრება სასიამოვნოცაა. მისი მეშვეობით დღეც უფრო ლამაზად ჩაივლის და თქვენც დღითიდღე ფორმაში ჩადგებით!



  5. ფიზიკურ ვარჯიშებს თუ რეგულარ სახეს მისცემთ, რა თქმა უნდა სასურველ შედეგსაც მოიტანს! უმჯობესია ყოველდღიურად 30 წუთით ვარჯიში, ვიდრე კვირაში ორჯერ ორ-ორი საათი!



  6. რა თქმა უნდა, ყველაფერი გარემო პირობებზეცაა დამოკიდებული, მაგრამ უმჯობესია ყოველთვის უპირატესობა საკუთარ თავს და ისევ და ისევ თქვენს რეჟიმს მიანიჭოთ. დროულად მმომიმზადეთ საკვები, ნუ დაგავიწყდებათ ხორცის, თევზის, ბოსტნეულის მიღება. დიეტაზე ყოფნისას, ხშირად მეგობრებთან დროის ტარებაზეც უწევთ უარის თქმა, რადგან სასმელის მიღებას აარიდონ თავი, მაგრამ გახსოვდეთ სასმელის გარეშეც შეიძლება საერთო ენის გამონახვა.



  7. რა თქმა უნდა არსებობს საკვებზე დამოკიდებულებაც. ყოველ ჯერზე, როდესაც ზომაზე მეტ საკვებს ღებულობთ, გამოიყოფა კმაყოფილების ჰორმონი - დოფამინი. რაც ამახსოვრდება ტვინს და შემდეგ ჯერზე, თუკი რამეზე უარს იტყვით ან დოზას შეამცირებთ, ორგანიზმს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ეუფლება. აუცილებლად უნდა გამოიმუშაოთ თვითკონტროლის უნარი. სწორი კვება ცხვრების წესად უნდა აქციოთ! რთულია, მაგრამ დღითი-დღე უნდა მიეჩვიოთ, საბოლოოდ კი ჩვევაში გადაგივათ.



  8. თუკი ჯანსაღი ცხოვრების წესით გსურთ ცხოვრება, ნურავის მოუსმენთ! ხშირადაა, როდესაც თამბაქოს თავის დანებებას აპირებს ადამიანი, ხოლო მეგობრები მაიანც საპირისპიროდ განაწყობენ ფრაზით: ეს მაინც შეუძლებელია! - და სანაცვლოდ ისევ თამბაქოს კოლოფს გაუწვდიან... გსურთ ფორმაში ჩადგომა? - დაიმახსოვრეთ, რომ ყველაფერი თქვენს ხელთაა! სწორი კვების საიდუმლო - უკვე გაგაცანით; ვარჯიშის პრინციპიც ცნობილია, გამოიჩინეთ ნებისყოფა და მიზანს აუცილებლად მიაღწევთ!



  9. დიეტის თვეების მანძილზე დაცვა, ისეთ სასურველ შედეგს მაინც ვერ გამოიღებს, როგორსაც რეჟიმში ცხოვრება და სწორი კვება! რაფინირებულ ტკბილეულზე და ალკოჰოლზე უარის თქმა, კი მარტო წონაში კლებას არ ნიშნავს! მთავარი მაინც ჯანმრთელობაა, რასაც ჯანსაღი ცხოვრების წესი განაპირობებს!



სწორი კვება და ვარჯიში ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია. გისურვებთ ჯანმრთელობას! იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს ინფორმაცია.