მოიშორეთ ზედმეტი წონა ორთქლის აბაზანებით!

მოიშორეთ ზედმეტი წონა ორთქლის აბაზანებით!
ორთქლის აბაზანის სწორად მიღება გარკვეულ ცოდნას მოითხოვს. ამ აბაზანების დროს სხეულის მასა კლებულობს,ორგანიზმიდან სითხის გამოდევნის ხარჯზე.ერთი პროცედურის დროს გამოიდევნება ორ ლიტრამდე წყალი და მასთან ერთად მავნე ნივთიერებები.მაგრამ წყალი შეიცავს მინერალურ მარილებსაც.მინერალური მარილების დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევა. სწორედ ამის გამო,ორთქლის აბაზანით წონაში სწრაფი დაკლება, რეკომენდირებული არ არის.არ შეიძლება ორთქლში ხანგრძლივად ყოფნა, ანდა ძალიან მაღალი ტემპერატურის გამოყენება.
უფრო სწორია ორთქლის აბაზანის ხანმოკლე და ხშირად მიღება.ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს,რომ ორთქლის აბაზანის მიღების დროს,თირკმელების ფუნქციონირებაზე მოქმედებს სხეულის მდებარეობაც.თუკი თქვენ მწოლიარე მდგომარეობაში იმყოფებით ,თირკმელებით გაცილებით უფრო მეტი სითხე გამოიდევნება.თუკი ოფლის დენა ინტენსიური არ არის ტანი დაიზილეთ მარილით,თაფლით ან ლუდით.ოფლდენის გასაძლიერებლად შეგიძლიათ აბაზანის წინ,დალიოთ ცოტაოდენი ლიმონისწვენიანი ცხელი წყალი.
თუკი თქვენ ორთქლის აბაზანას იღებთ,წონაში დაკლების მიზნით,ამ დროს არ არის რეკომენდირებული ცივი შხაპის გადავლება,ან ცივ წყალში ცურვა.რადგან ეს იწვევს კაპილარების შევიწროებას,რასაც მოჰყვება ოფლდენის ინტენსივობის შემცირება ან საერთოდ შეწყვეტა.
და კიდევ 2 რჩევა:
  1. თუკი გახდომა გინდათ გაითვალისწინეთ,რომ მარილი ხელს უწყობს ორგანიზმში წყლის შეკავებას.მაშასადამე-მარილის მოხმარების შემცირების გზითაც შეიძლება,წონაში ერთი-ორი კილოგრამის დაკლება.
  2. მეორე რჩევას იძლევა ავიცენა "თუკი აბანოთი დილით საუზმემდე ისარგებლებთ,ის ძლიერ გამოგაშრობთ,მაგრამ ზოგჯერ აბანოთი სარგებლობენ დანაყრების შემდეგ,მაშინ ის ხელს უწყობს ცხიმის დაგროვებას და სხეულის მოდუნებას".


გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და ისარგებლეთ ისეთი იშვიათი ბუნებრივი აბანოებით,როგორიც ჩვენ დედაქალაქშია.წონის დაკარგვასთან ერთად,მხრებიდან წლების სიმძიმეც მოგეხსნებათ და სასიამოვნო სიმსუბუქეს იგრძნობთ.
სტატიის ავტორი: თამარ ასანიშვილი
სტატიის წყარო:ქალი სილამაზე და...