გახდომის 9 საიდუმლო, რის შესახებაც მეცნიერებმა იციან, დიეტოლოგები კი - დუმან!
გველი - ოდითგანვე მიიჩნევა ტრანსფორმაციის საღვთო სიმბოლოდ. იმისთვის, რომ გაძლიერდეს და გაიზარდოს, იგი საჭიროებს ტყავის გამოცვლას. ეს საკმაოდ არასასიამოვნო პროცესია, შეიძლება ითქვას, მტკივნეულიც. საწყალი ქვეწარმავალი იტანჯება, მას ყველაფერი ექავება, იგი ეხახუნება სხვადასხვა წედაპირს. შედეგად, იძრობს თავის ძველ კანს და ხდება უფრო ძლიერი და ჯანმრთელი!
თუ თქვენ გსურთ გახდომა, სხეულის ფორმების შეცვლა, საჭიროა მთლიანად შეიცვალოთ ჩვევები. როგორც გველი იცვლის ტყავს გასაახლებლად, ისე თქვენც მოგიწევთ ძველი ჩვევებისგან გათავისუფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგს ვერ მიაღწევთ!
თქვენ ამას შეძლებთ, მთავარია - მოთმინება! პირველ რიგში, უნდა შეცვალოთ მიდგომა.
როგორ დავიწყოთ გახდომა
ადამიანი წონაში იკლებს მხოლოდ კვბისა და ცხოვრების წესის ცვლილების შედეგად. არ არსებობს არავითარი საიდუმლო და საოცარი საშუალება, მხოლოდ მუდმივი არჩევანი, სწორი კვებისა და ფიზიკური აქტივობის სასარგებლოდ, მოგვიტანს შედეგს.
თუ თქვენ გსურთ გახდომა, სხეულის ფორმების შეცვლა, საჭიროა მთლიანად შეიცვალოთ ჩვევები. როგორც გველი იცვლის ტყავს გასაახლებლად, ისე თქვენც მოგიწევთ ძველი ჩვევებისგან გათავისუფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგს ვერ მიაღწევთ!
თქვენ ამას შეძლებთ, მთავარია - მოთმინება! პირველ რიგში, უნდა შეცვალოთ მიდგომა.
როგორ დავიწყოთ გახდომა
- ჩვენ დიდხანს გვასწავლიდნენ, რომ მთავარია - კალირიების რაოდენობა. თუ შევამცირებთ მათ, გავხდებით.
სინამდვილეში, წონაში დასაკლებად საჭიროა დავარეგულიროთ ნახშირწყლების დღიური ნორმა. უნდა მივირთვათ ცხიმები და ცილები, ნახშირწყლებს კი შევეშვათ.
ორაგული, სარდინები, ქაშაყი, თხილეული, ავოკადო, ხორცი, კვერცხი: ყველა ეს პროდუქტი დააბალანსებს ომეგა 6 და ომეგა 3 ცხიმოვან მჯავებს ორგანიზმში და ამასთან ხელს შეუწყობს ინსულინის ჰორმონის ნორმალიზებას. ამით შეწყდება ცხიმის დაგროვების აქტიური პროცესი. - რატომ გვიჭირს ასე ტკბილზე უარის თქმა? იმიტომ, რომ ხშირად ინსულინის ჰორმონის დონე არ არის მწყობრში. ადამიანი გრძნობს დისკომფორტს შაქრის მკვეთრი დავარდნისას - თავბრუსხვევა, სისუსტე, ტკბილის სასწრაფოდ მიღების სურვილი.
ტკბილის მოყვარულთათვის გამოსავალი ერთია: სწორ კვებაზე გადასვლა, რომლის დროსაც ორგანიზმი მიიღებს საკმარისი რაოდენობის მიკროელემენტებს. ეს ხელს უწყობს ჰორმონალური ფონის მოწესრიგებას. მნიშვნელოვანია ბროკოლის და სხვა მწვანე ბოსტნეულის, ასევე მწვანილის ხშირი მიღება. მათ შემადგენლობაში შედის ქრომი, რომელიც ბუნებრივი გზით ასუსტებს ტკბილის მოთხოვნილებას. - როგორ მოვასწროთ ყველაფერი და პლიუს ვიკვებოთ სწორად? სამსახურში ხომ უამრავი საქმე გვაქვს და ძალა არაფერზე აღარ გვყოფნის. ამ შემთხვევაში საჭიროა გრაფიკი და სისტემა.
უმჯობესია შეიძინოთ პროდუქტები ერთი კვირით ადრე, ყოველდღიური მენიუს გათვალისწინებით. ძალიან მოსახერხებელია ხორცისა და გარნირის ერთი დღით ადრე მომზადება, თან დაახარისხეთ და დააწერეთ ორშაბათი - საუზმე, სამშაბათი - სადილი. ამგვარად თქვენ არ შეჭამთ ლუკმით მეტსაც. იგივე შეგიძლიათ გაიმეოროთ ხილის შემთხვევაშიც - მოათავსეთ იგი სხვადასხვა პაკეტში. ამით გააკონტროლებთ ერთჯერადი მიღების დოზასაც. - დიეტის დასაწყისში გამოგადგებათ ტელეფონი. მას ხომ აქვს შეხსენების ფუნქცია, ეს თქვენი ხსნაა!
აუცილებელია, იკვებოთ ყოველ 4 საათში: ასეთ შემთხვევაში ორგანიზმი ვერ იგრძნობს საკვები ნივთიერებების დეფიციტს და ნელნელა გადაეჩვევა ყველაფრის მარაგად შენახვას. დააყენეთ ტელეფონი ისე, რომ მან დროულად შეგახსენოთ ჭამის დრო. ასევე მნიშვნელოვანია საკმარისი რაოდენობის წყლის მიღებაც.
სინამდვილეში, ძალიან სასიამოვნოა ასეთი რეჟიმით ცხოვრება. ყველაფრსაც მოასწრებთ და თან დღითი დღე სულ უფრო მეტად გალამაზდებით.
- ფიზიკური ვარჯიშები შედეგს მხოლოდ მაშინ გამოიღებს, თუ მათ გააკეთებთ რეგულარულად. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯობია ცოტ-ცოტა და ყოველ დღე, ვიდრე კვირაში 2-ჯერ ქანცის გაწყვეტამდე. 30 წუთი დღეში საკმარისია სხეულზე ზრუნვისთვის.
- ჩვენ ველოდებით, როდის მოვა დრო, არადა დრო მხოლოდ მიდის. ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ რა გარემოში გიწევთ ცხოვრება და როგორ ხალხთან გაქვთ ურთიერთობა.
იმისათვის, რომ გახდეთ, საჭიროა გაუძლოთ ცდუნებებს და წინასწარ მოიმარაგოთ დიეტური საკვები. მოგიწევთ ბევრი რამის დათმობაც. გახდომის დროს უმეტესობა კარგავს მეგობრებს, რომლებიც არ იზიარებენ მათი კვების რეჟიმს. - საკვებზე დამოკიდებულება მართლა არსებობს. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ კარგად გამოძღებით, ტვინი იმახსოვრებს ამას და გამოიმუავებს სიამოვნების ჰორმონ დოფამინს. შემდეგ კი, როდესაც გადაწყვეტთ შეზღუდოთ საკვები, დოფამინი აღარ გამოიყოფა და ორგანიზმი იქნება ცუდად.
თქვენ ყოველდღიურად, ნელ-ნელა უნდა შეაჩვიოთ სხეული ვარჯიშსა და სწორ კვებას. ეს არ ხდება ერთბაშად. - არსებობს ასეთი თეორია კრაბით სავსე ვედროს შესახებ. თითო კრაბს მარტივად შეუძლია ვედროდან გადმოძრომა, მაგრამ როდესაც ისინი ერთად სხედან, ხდება ასეთი რამ: ერთი ძვრება ზევით, ხოლო დანარჩენები ისევ ქვევით აგდებენ მას. როდესაც ადამიანს სურს მოწევას თავი დანებოს, მეგობრები ეუბნებიან მას, რომ მაინც არაფერი გამოუვა და სთავაზობენ სიგარეტს. სწორედ ეს არის crab bucket.
ამგვარად, თქვენ ყველაფერი გაქვთ იმისთვის, რომ დაიწყოთ გახდომა: სწორი კვების ეფექტური სქემა, ხელმისაწვდომი ვარჯიშები. დაძლიეთ სიზარმაცე, სანამ არ მიაღწევთ სასურველ შედეგს. - ჯანსაღი ცხოვრების წესით გახდომა - ეს ერთადერთი სწორი გზაა. რამდენიმე თვიანი დიეტა არ მოგცემთ სასურველ შედეგს. ტკბილეულზე, ფუნთუშეულზე, სწრაფ კვებაზე და ალკოჰოლზე უარის თქმით, თქვენ არა მარტო გახდებით, არამედ ჯანმრთელობის მდგომარეობასაც გაიუმჯობესებთ. ეს ხომ მშვენიერი მოტივაციაა ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის.
ადამიანი წონაში იკლებს მხოლოდ კვბისა და ცხოვრების წესის ცვლილების შედეგად. არ არსებობს არავითარი საიდუმლო და საოცარი საშუალება, მხოლოდ მუდმივი არჩევანი, სწორი კვებისა და ფიზიკური აქტივობის სასარგებლოდ, მოგვიტანს შედეგს.