5 ეთერზეთი, რომელიც ყოველი ლამაზმანის კოსმეტიკურ ჩანთაში უნდა იყოს
ეთერზეთების სასარგებლო თვისებების შესახებ საუკუნეების წინ იყო ცნობილი და ეს ცოდნა დღემდე აქტუალურია. ეთერზეთები შესანიშნავად უხდება კოსმეტიკურ პროცედურებს. მთავარია, იცოდე მისი გამოყენების საიდუმლოებები. აბაზანაში რამდენიმე წვეთი ეთერზეთის ჩასხმით, საუკეთესო განწყობას შეიქმნით. პატარა ქილებში უშვებენ და მათი თან ტარება მოსახერხებელი. ეთერზეთების გამოყენების უსაფრთხოების ტექნიკაზე და საუკეთესო ზეთების შესახებ წაიკითხეთ ჩვენს სტატიაში!
1. იჩქარე ნელა!
ეთერზეთების გამოყენება დაიწყეთ მინიმალური დოზებით (1 წვეთით). არომააბაზანის პირველი მიღება არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს.
2. ენდე, მაგრამ შეამოწმე!
შეამოწმეთ თითოეული ეთერზეთი: წაისვით ცოტაოდენი მაჯაზე და დააკვირდით კანის რეაქციას. ერიდეთ თვალში მოხვედრას. ნუ წაისვამთ სუფთა ეთერზეთს, გახსენით იგი საშხაპე გელში, საცხში და ა.შ. (განსაკუთრებით ეს მგრძნობიარე კანის მფლობელებს და ბავშვებს ეხებათ).
ვარდის ზეთი
ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული და ამავდროულად ეფექტური ზეთი. ბუნებრივი აფროდიზიაკი უამრავი კოსმეტიკური თვისებებით: აახალგაზრდავებს და არეგენირებს უჯრედებს, აცილებს ნაოჭებს, აგლუვებს კანს, აღადგენს სახის კონტურებს, აცილებს თვალების ირგვლივ სიშავეს.
მოამზადეთ ვარდის წყალი: 1-2 წვეთი ვარდის ეთერზეთი გახსენით 0,3 ლიტრ წყალში. სხვათა შორის, ვარდის არომატი ხსნის სახსრების სპაზმებს, თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, ამაღლებს შრომისუნარიანობას.
ჩაის ხის ზეთი
უძლიერესი ანტისეპტიკი, რომელიც იდეალურად უმკლავდება გამონაყარს და ანთებებს, უბრუნებს კანს ჯანსაღ რელიეფს. გამონაყარის ”მისაწვავად” სუფთა ზეთს იყენებენ. პრობლემური კანისთვის გამოდგება შემდეგი ლოსიონი: ნახევარ ჭიქა წყალში გახსნილი 10 წვეთი ეთერზეთი.
პიტნის ზეთი
დაღლილობისა და ცხლე ამინდათ ბტძოლაში შეუცვლელი მეგობარი. შესანიშნავად ახალისებს კანს გამაცივებელი ეფექტის წყალობით და კანის დამცავ თვისებებს ამაღლებს. ზაფხულში საშხაპე გელში დაუმატეთ 2-4 წვეთი ზეთი, რაც კანს გააცოცხლებს. ტანის საცხში ან ლოსიონშჳ დამატებული 2 წვეთი ზეთი კი მოგიხსნით დაღლილობას.
ილანგ-ილანგის ზეთი
მძლავრი აფროდიზიაკი და ანტიდეპრესანტი. დაამატეთ იგი არომალამპაში (3-4 წვეთი), აბაზანაში (4-7 წვეთი), საშხაპე გელში (2 წვეთი). წაუსვით ერთი წვეთი ზეთი სავარცხელს და დაივარცხნეთ სველი თმა. ილანგ-ილანგის ზეთი იზრუნებს თქვენს კანზე, თმაზე, ფრჩხილებზე და ნერვულ სისტემაზე.
ლავანდის ზეთი
იდეალური საშუალებაა მგრძნობიარე კანისთვის. აცილებს სიწითლეს, ქავილს, განაახლებს მას. ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით იგი შეუცვლელია ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის. ამისათვის 1-2 წვეთი ზეთი დაუმატეთ საცხს ან 0,5 ჭიქა წყალში გახსენით 2-4 წვეთი ზეთი სახის დასაბანად. შამპუნში დამატებული ზეთი ამცირებს თმის ცვენას, აცილებს ქერტლს.