წარმოუდგენელია! უბრალო საფუარი სალონურ პროცედურებზე უკეთ აახალგაზრდავებს!

წარმოუდგენელია! უბრალო საფუარი სალონურ პროცედურებზე უკეთ აახალგაზრდავებს!
კანის მოვლა - ახალგაზდრობის საწინდარია. თუ საკუთარ თავს უვლით, მუდამ დაიჭერთ აღფრთოვანებულ მზერასა და კომპლიმენტებს. ყოველი ქალი ოცნებობს იდეალურ კანზე, მაგრამ ყველას არ აქვს საშუალება ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ პროცედურებზე. თუ ამ კატეგორიას მიეკუთვნებით - ჩვენი მასალა სწორედ სათქვენოა. აქ თქვენ იპოვით კანის საუკეთესო ნიღბებს, რომლებიც საფუარზეა დამზადებული.

ნიღბები - მოვლის სსაწინდარი

ნიღბები - მნიშვნელოვანი ეტაპია შინაურ პირობებში კანის მოვლისთვის. მათ შეუძლია:
  1. ფორების ღრმა გაწმენდა
  2. მკვდარი უჯრედების მოცილება
  3. рН ბალანსის შესანჩუნება

როგორ მოვამზადოთ ნიღაბი

ახალი ინგრედიენტები - ნებისმიერი ნიღბის მომზადების ძირითადი პირობაა, განსაკუთრებით ეს საფუარს ეხება. კანმა მაქსიმალური სარგებელი რომ მიიღოს, საფუარი ცოცხალი უნდა იყოს.

რეცეპტები


წყლისა და საფუარის პასტის მომზადება ყოველთვის არის შესაძლებელი, თუმცა, თუ მას გაამდიდრებთ დამატებითი აქტივებით ლიმონის, ბანანის, რძის, თაფლისა და შვრიის ფანტელების სახით, ნიღბის ეფექტურობა საგრძნობლად იმატებს.

  • თაფლი შესანიშნავია მშრალი კანისთვის
  • ბანანი - აკნეს წინააღმდეგ
  • ყავის ნალექი - ნაადრევი დაბერების წინააღმდეგ
  • ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი - ფორების დასახშობად

რძესთან: 1 ს.კ. საფუარი, 2 ს.კ. რძე, 1 ჩ.კ. თაფლი. გახსენით საფუარი რძეში, დაამატეთ თაფლი. თუ თაფლზე ალერგია გაქვთ, გამოიყენეთ სხვადასხვა ინგრედიენტები: კვერცხის გული - ცხიმიანი კანისთვის, ცილა - დამჭკნარი კანისთვის, მცენარეული ზეთი - მშრალი კანისთვის.

საფუარი ლიმონის წვენთან: ნარევი გააჩერეთ წყლის აბაზანაზე და წაისვით სუფთა კანზე 20 წუთით. შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით, გაიმშრალეთ და წაისვით დამატენიანებელი საცხი. ამ საშუალებას მრავალი უპირატესობა გააჩნია, მაგრამ გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ თვეში 2-ჯერ.

ნიღაბი კანის ყველა ტიპისთვის: ნახევარი ჩ.კ. ავოკადო, იმდენივე თაფლი, იოგურტი, საფუარი, ლიმონის რამდენიმე წვეთი შეურიეთ და წაისვით სუფთა კანზე. შეგიძლიათ გამორიცხოთ რომელიმე ინგრედიენტი, თუ მასზე ალერგია გაქვთ.