რეცეპტი, რომელიც საუკეთესოდ იცავს ორგანიზმს გრიპისა და გაცივებისაგან!

რეცეპტი, რომელიც საუკეთესოდ იცავს ორგანიზმს  გრიპისა და გაცივებისაგან!
ბოლო დროს ბევრი ითქვა და დაიწერა გრიპზე, მაგრამ საყოველთაო პანიკა ვერაფერმა ჩააცხრო. არადა, არც ისე რთულია მასთან გამკლავება - მთავარია, ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ თავი ინფექციისგან. პირველ რიგში, რაღა თქმა უნდამ ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვაა აუცილებელი, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ოთახის დატენიანება - გამომშრალი ჰაერი აშრობს სასუნთქი გზების ლორწოვანს. მშრალ ლორწოვანს კი უჭირს ვირუსების შეკავება, ამიტომ სასუნთქი გზების თავდაცვისუნარიანობას გავზრდით, თუ კი ცხვირში ზეითუნის ზეთს გამოვისვამთ. საძინებელ ოთახში კი ნუ დადგამთ ელექტროღუმელ, ანდა პერიოდულად ააორთქლეთ ცოტა წყალი. ოთახში დააფინეთ სველი ნაჭერი, რომლის გაშრობისას აორთქლებული წყალი დაატენიანებს ჰაერს. თუ გრიპი მაინც დაგემართათ, ნუ შეშინდებით. გასწავლით რეცეპტს, რომელის საუკეთესოდ იცავს ორგანიზმს გრიპისა და გაცივებისგან.

დაგვჭირდება:
  • კოჭა
  • პიტნა
  • 1 კბილი ნიორი

მომზადების და გამოყენების წესი:
მდუღარეწყლიან ჭიქაში ჩაყარეთ ჩაის კოვზის წვერით - დანამცეცებული კოჭა, ამდენივე პიტნა და 1 კბილი ნიორი. დადგით 15 წუთი და შემდეგ თბილი ნაყენი ყლუპ - ყლუპად დალიეთ. ერთი ულუფის მიღებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ორგანიზმი შიგნიდან გახურდეს და გაუმკლავდეს ნებისმიერ ვირუსს.

ექიმის კომენტარი:
კოჭა ანუ ჯანჯაფილი სურნელოვანი მცენარეა და მას სანელებლად იყენებენ. კოჭა გავრცელებულია ავსტრალიასა და იაპონიაში, თუმცა ჩვენშიც იზრდება. აქვს დამუხვლილი ფესურა, საიდანაც ვითარდება ცალკეული ყლორტები. ლანცეტისებური ფორმის ფოთლები ყლორტებზე მორიგეობით სხედან. აქვს იისფერი ყვავილების ყვავილედები. ჯანჯაფილი მოხსენიებულია ძველ ქართულ სამკურნალო ძეგლებში ზანჯაბილის და სანჯაბილის სახელწოდებით. წამლებში იხმარებოდა მისი ფესვი კუჭ - ნაწლავის დაავადებათა სამკურნალოდ. ამ მცენარეს იყენებს ტიბეტური მედიცინაც. თუმცა მისი ანტივირუსული და იმუნიტეტის გამაძლიერებელი ეფექტის შესახებ ჩვენთვის ცნობილი არ არის.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი