სინუსიტის , რინიტისა და ზემო სასუნთქი გზების სამკურნალო მარტივი მეთოდი!

სინუსიტის , რინიტისა და  ზემო სასუნთქი  გზების სამკურნალო მარტივი მეთოდი!
სინუსიტის , რინიტისა და ზემო სასუნთქი გზების დაავადებათა სამკურნალოდ არსებობს ერთი მარტივი მეთოდი:

დაგვჭირდება:
  • 50 გრ მცენარეული ზეთი
  • 1 ხახვი

მომზადების და გამოყენების წესი:
აიღეთ 50 გრ ნებისმიერი მცენარის ზეთი, ჩაასხით პატარა ბოთლში და წყლის აბაზანაზე ( უმჯობესია, წლით სავსე ქვაბში ) მოათავსოთ ( კარგი იქნება, თუ ქვაბის ფსკერზე რამდენიმე ფენად დაკეცილ ნაჭერს ჩააფენთ ). წყალი ბოთლის ნახევარზე მეტს უნდა ფარავდეს. 3 - 4 წუთიანი დუღილის შემდეგ ბოთლი გადმოდგით და გააცივეთ. ასე მივიღებთ ერთგვარ პასტერიზებულ ზეთს. წვრილ სახეხზე ჩახეხეთ ხახვი, გამოწურეთ 1/2 ჩაის კოვზი წვენი და ჩაის კოვზი გაცივებული ზეთით შეავსეთ. ფაქიზად მოურიეთ. ამ ნარევის 5 - 5 წვეთი დღეში სამჯერ ჩაიწვეთეთ თითოეულ ნესტოში. თუ ბევრი ჩირქი და სისხლი გამოიყოფა, შეგიძლიათ, ყოველ 2 საათში იწვეთოთ. სასურველია, პროცედურის შემდეგ 5 - 10 წუთის განმავლობაში თავი შეიკავოთ ცხვირის მოხოცვისგან. ძილის წინ შეგიძლიათ მხოლოდ პასტერიზებული ზეთი ( ხახვის წვენის გარეშე ) ჩაიწვეთოთ. ამ მეთოდით სინუსიტი 1 - 2 კვირაში გაივლის. პატარებისათვის გამოიყენეთ შედარებით ნაკლები ხახვის წვენი და გაცილებით მეტი ზეთი.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:ოჯახის მკურნალის ბიბლიოთეკა