მარტივი რეცეპტი, რომელიც ბავშვებს წვალებას შეუმსუბუქებთ ყივანახველის დროს!

მარტივი რეცეპტი, რომელიც ბავშვებს წვალებას შეუმსუბუქებთ ყივანახველის დროს!
ყივანახველა - ბავშვთა ასაკის მწვავე გადამდები დაავადებაა; მიმდინარეობს დასაწყის პერიოდში ზედა სასუნთქი გზების კატარით, რის შემდგომაც ვითარდება ხველების კრუნჩხვითი შეტევები.
ბავშვებს წვალებას შეუმსუბუქებთ რეცეპტი, რომელიც მარტივად მზადდება:

დაგვჭირდება:
  • 10 თავი ხახვი
  • 1 თავი ნიორი
  • 0,5 ლ რძე
  • 3 ს/კ გამხმარი პიტნა
  • 5 ს/კ ცაცხვის თაფლი

მომზადების და გამოყენების წესი:
უნდა დაჭრათ კუბურად 10 თავი ხახვი, დააქუცმაცეთ ერთი თავი ნიორი, ყოველივე ეს ხარშოთ 0,5 ლ რძეში დარბილებამდე, ხოლო შემდეგ დაუმატეთ 3 ს/კ გამხმარი პიტნა და 5 ს/კ ცაცხვის თაფლი. დააყენეთ ეს ნარევი 1 სთ. მიეცით ბავშვებს თითო ს/კ 5 - ჯერ დღეში, ხოლო ხველის ძლიერი შეტევების დროს - 10 - ჯერ. ასე მოიქეცით, ვიდრე ხველა არ მინელდება. წესით, ერთი კვირის შემდეგ ყველაფერმა უნდა გაიაროს.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური