ბოსტნეულის სალათა კორეულად

ბოსტნეულის სალათა კორეულად
fpaparazzi მარტივ, ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან მომზადებულ უგემრიელეს სალათას წარმოგიდგენთ.

საჭირო მასალა:
  • ბადრიჯანი 2
  • პამიდორი 2
  • ტკბილი წიწაკა, სხვადასხვა ფერის 2
  • ხახვი 1
  • ნივრის კბილი 6
  • ძმარი 1 ს.კ
  • შაქარი 1 ჩ.კ
  • პილპილი
  • ზეთი შესაწვავად


მომზადების წესი:
  1. ბადრიჯანი გავთალოთ და დავჭრათ ფირფიტებად.
  2. მოვაყაროთ მარილი, დავტოვოთ 30 წთ.
  3. შემდეგ კარგად გავწუროთ და შევწვათ ზეთში.
  4. გავაგრილოთ, დავანაწევროთ ჩხირებივით.
  5. დანარჩენი უმი ბოსტნეული დავჭრათ წვრილ ჩხირებად და გადავურიოთ ბადრიჯანს.
  6. დავამატოთ ნიორი და სანელებლები. შეგვიძლია ქინძიც დავამატოთ.

გემრიელად მიირთვით!