ქაცვის ზეთი - როგორც თმის მოვლის საუკეთესო საშუალება
ქაცვის ზეთი საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვისაც შინ მომზადებული კოსმეტიკა უყვარს. ის აშუშებს იარებს, მკურნალობს კანის დაავადებებს და აუმჯობესებს კანის მდომარეობას მთლიანობაში. დაზიანებული თმისთვის კი - უებარი წამალია!
ქაცვის ზეთი თმისთვის
ქაცვის ზეთი თმისთვის
- თუ თმა გაღიავებისას ან ქიმიური დახვევისას დაგიზიანდათ, სწრაფი აღდგენისთვის შეიძილეთ ქაცვის ზეთი თავის კანში.
- იგივე პროცედურა გამოგადგებათ თმის ცვენის საწინააღმდეგოდ. პარალელურად მიიღეთ თითო კოვზი ქაცვის ზეთი დღეში ორჯერ უკეთესი ეფექტისთვის.
- ქერტლის მოსაცილებლად, გამოიყენეთ შემდეგი ნიღაბი: შეურიეთ 1 ს.კ. ქაცვის ზეთი და 6 ს.კ. ზეითუნის ზეთი. შეიძილეთ მიღებული მასა თავის კანზე და გაიჩერეთ ნახევარი საათით. მკურნალობის კურსი - კვირაში ორჯერ 2 თვის განმავლობაში.
- ნიღაბი მშრალი თმისთვის: შეურიეთ 2 ს.კ. ქაცვის ზეთი და ერთი კვერცხი. წაისვით თავზე, შემოიხვიეთ პირსახოცი და გაიჩერეთ 1,5 საათით.
- გამელოტებისას გამოიყენეთ შემდეგი ნახარში: შეურიეთ 2 ჭიქა წყალი და 2 ს.კ. ქაცვის ფოთოლი და ნაყოფი. ადუღეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, დააყენეთ 3 საათით და დაწურეთ. ნახარში უნდა მიიღოთ დღეში ორჯერ, 150 მლ ჭამის წინ, ასევე შეიძილოთ თავის კანზე და გაიჩერთო მთელი ღამით. თავის დაბანის შემდეგ კანში შეიძილეთ ქაცვის ზეთი.