ავოკადო მბზინავი და რბილი თმისთვის

ავოკადო მბზინავი და რბილი თმისთვის
კვებითი ღირებულების გარდა, ავოკადო სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება და ყველა შემთხვევაში ძალიან სასარგებლოა. სხვადასხვა მკვებავი ნივთიერების გამო, რომელსაც ავოკადო უხვად შეიცავს, ის ძალიან პოპულარულია თავის მოვლის საშუალებებში, განსაკუთრებით როგორც დამატენიანებელი.

წარმოგიდგენთ ავოკადოს ნიღაბს თმისთვის, რომელიც მას ბზინვარებას და სირბილეს მიანიჭებს.

რა დაგჭირდებათ:
  • ნახევარი ავოკადო
  • 1 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი
  • 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • კოვზი
  • ჯამი
  • ჩანგალი
  • ბრტყელი, წვრილკბილა სავარცხელი
  • აბაზანის ჩაჩი

    ინსტრუქცია:
    ნახევარი ავოკადო კარგად დასრისეთ ჩანგლით, სანამ ფაფისებურ კონსისტენციას არ მიიღებთ. დაუმატეთ ქოქოსის ზეთი და ზეითუნის ზეთი და კარგად შეურიეთ.
    ავოკადო მბზინავი და რბილი თმისთვის

    წაისვით მიქსტურა თმაზე, შემდეგ დაივაცხნეთ წვრილკბილა სავარცხლით, რომ თმის მთელ სიგრძეზე თანაბრად გადაინაწილოთ. ძირითადი ნაწილი არა ძირებზე, არამედ თმის სიგრძეზე უნდა იყოს განაწილებული.



    თუკი თქვენი პრობლემა თავის კანის ცხიმიანობაა, არავითარ შემთხვევაში არ წაისვათ ეს ნიღაბი თმის ძირებზე.

    ნიღბის ნაწილაკები რომ არ მიმოფანტოთ, დაიხურეთ აბაზანის ჩაჩი.

    ნიღაბი გაიჩერეთ მინიმუმ 20 წუთით. ამის შემდეგ ჩვეულებრივად დაიბანეთ თმა.