ფრთხილად - სახიფათო პოზა! 5 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გადააჯვარედინოთ ფეხები ჯდომის დროს

ფრთხილად - სახიფათო პოზა! 5 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გადააჯვარედინოთ ფეხები ჯდომის დროს
ჩვენ ხშირად გვსმენია, რომ ჯდომის დროს ფეხების გადაჯვარედინება არ შეიძლება. თუ რატომ, ამის შესახებ სწორ და ზუსტ პასუხს არავინს გვაძლევს. დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია მოგიყვებათ, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ჩვენთვის სინამდვილეში ფეხებგადაჯვარედინებული ჯდომა.

რატომ არ შეიძლება ამ პოზაში ჯდომა?

1. ფეხებგადაჯვარედინებული ჯდომა უარყოფითად აისახება ჩვენი ორგანიზმის ფუნქციონირებაზე. მთელი საქმე იმაშია, რომ ასეთ პოზაში ჩვენი ფეხების ვენები იკუმშება და ირღვევა სისხლის მიმოქცევა. ამ მავნე ჩვევამ დროთა განმავლობაში სავსებით შესაძლებელია ვენების ვარიკოზულ გაგანიერებამდე მიგვიყვანოს. ადამიანებმა, რომლებშიც თრომბების ფორმირების რისკი გარკვეული ფაქტორების გამო მაღალია, საერთოდ უნდა დაივიწყონ ამ პოზის შესახებ.



2. ხანგრძლივი დროით ფეხებგადაჯვარედინებული ჯდომა უარყოფითად აისახება ჩვენს ხერხემალზე: მისი ქვედა ნაწილი მახინჯდება. გარდა ამისა, ამ მავნე ჩვევის გამო სავსებით შესაძლებელია უახლოეს მომავალში თავი იჩინოს ძლიერმა ტკივილებმა წელის არეში.



3. ხანგრძლივი დროით ამ პოზაში ჯდომის დროს ჩვენი გული დიდ დატვირთვას განიცდის, რის შედეგადაც მცირდება არტერიული წნევა და ირღვევა სისხლის მიმოქცევა.



4. იოგებს სჯერათ, რომ ამ პოზას უარყოფითი გავლენა აქვს ადამიანის ენერგეტიკაზე: სხეულის არასწორი განლაგების გამო ირღვევა ენერგიათა ცვლა ორგანიზმის ენერგეტიკულ ცენტრებს შორის.



5. ფეხებგადაჯვარედინებული ჯდომა განსაკუთრებით სახიფათო ორსული ქალბატონებისთვისაა. ამ დროს ჩვენი გული განსაკუთრებულ ტემპში მუშაობს, ხოლო ფეხების გადაჯვარედინების დროს, როგორც უკვე გითხარით, იკუმშება ქვედა კიდურების ვენები და ირღვევა სისხლის მიმოქცევა, რის შედეგადაც ნაყოფისთვის მიწოდებული სისხლი არ შეიცავს საკმარისი რაოდენობით ჟანგბადს, რაც უარყოფითად აისახება მის ჯანმრთელობაზე.



იზრუნეთ თქვენი მეგობრების ჯანმრთელობაზე, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს ინფორმაცია!