ნელი სიკვდილი: 13 ჩვევა, რომელიც ნელ-ნელა აზიანებს თქვენს ჯანმრთელობას
ჩვევა ნებისმიერ ადამიანს აქვს და ეს ჩვევები საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა საქმე იმაშია, რომ არსებობს ჩვევები, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობას ვნებს, ხოლო ამ სტატიაში FPAPARAZZI სწორედ მათ წარმოგიდგენთ.
- ფრჩხილების კვნეტა
ადამიანის ფრჩხილები ყოველთვის სუფთა არ არის, ხოლო მათი კვნეტის შედეგად ორგანიზმში ათასობით მავნე ბაქტერია აღწევს, რომლებიც სხვადასხვა დაავადებებს იწვევენ. - სახის ნაქვთების წვალება
ცხვირის თითით წვალება, პირში თითის ჩაყოფა ან კანის ხელით აქერცვლა, ასევე ეხმარება ბაქტერიებს ჩვენს სხეულში შემოაღწიონ და სხვადასხვა ინფექციითა, თუ დაავადებით დაგვასაჩუქრონ. - უხარისხო მზის სათვალის ტარება
რა აზრი აქვს ისეთი მზის სათვალის ყიდვას, თუკი ის თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს? თვალებს გაფრთხილება სჭირდებათ, უხარისხო სათვალეები კი მხედველობით დამწვრობას იწვევენ, უარეს შემთხვევაში კიბოს, ამიტომ რატომ უნდა გავირთულოთ ცხოვრება, თუკი შეგვიძლია მრავალი პრობლემა ავიცილოთ თავიდან? - ფეხებგადაჯვარედინებული ჯდომა
კვლევების თანახმად ფეხებგადაჯვარედინებული ჯდომა იწვევს ჰიპერტენზიას და ვარიკოზულ ვენებს. - ხელოვნურად ცხიმიანი რძის სმა
ბუნებრივ რძეს აქვს საკუთარი ცხიმიანობა, როდესაც ხელოვნურს არა, ამავდროულად ხელოვნურში დაკარგულია ამ პროდუქტის ყველა ვიტამინი, ორგანიზმი კი მათ მიღებას ვეღარ ახერხებს, თანაც მისმა ხშირმა მიღებამ შესაძლოა გულის შეტევაც გამოიწვიოს, ამიტომ ფრთხილად იყავით. - ჩიტების გამოკვება
ქალაქის ჩიტები სხვადასხვა დაავადებების გადამტანები არიან, ამიტომ მათი გამოკვება შესაძლოა თქვენთვის ცუდად დამთავრდეს. - თავზე საბნის გადაფარება და ისე ძილი
თავზე საბნის გადახურვით ჩვენს ტვინს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი აღარ მიეწოდე, ამით კი მას აზიანებთ და ვნებთ. - დიდი ხნით ყურებზე რაიმის კეთება
დიდი ხნით ყურსასმენების ტარება იწვევს სმენის დაქვეითებას, ამიტომ ეცადეთ ეს ჩვევა ნელ-ნელა თავიდან მოიშოროთ. - ძალიან მძიმე ჩანთის ტარება
ძალიან მძიმე ჩანთა ზედმეტად ტვირთავს თქვენს სხეულს, ის იწვევს წელისა და მხრების ტკივილს, რის გამოც გირჩევთ ნორმალური ზომის ჩანთის ტარებას. - მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ძაბავს თქვენს ტერფებს, ასევე ვნებს ხერხემალს, ხოლო მისმა სიყვარულმა შესაძლოა ტერფის ფუნქციის მოშლამდე ან ბრტყელტერფიანობამდე მიგიყვანოთ. - გვიანობამდე ფხიზლად ყოფნა
უძილობა სტრესავს თქვენს სხეულს, ასევე თქვენს იმუნურ სისტემას, ამ ყველაფერთან ერთად კი თვალებზე გიჩენთ შავ რგოლებს, რითაც კოალას შორეულ ნათესავს გამსგავსებთ. - საუზმეზე უარის თქმა
საუზმის გამოტოვება ასუქებს! დიახ, სწორედ გაიგეთ. საუზმეზე უარის თქმით თქვენ საკუთარ სხეულს ენერგიის მიღებას და ნივთიერებათა ნორმალურ ცვლაში უშლით ხელს. - მაკიაჟით ძილი
მაკიაჟით ძილი ვნებს თქვენი სახის კანს, კეტავს ფორებს, კანი ვეღარ სუნთქავს, შედეგად კი გამონაყარი და აკნე ჩნდება, ამიტომ ნუ დაიზარებთ მაკიაჟის მოშორებას.