ეს მალამო საუკეთესო საშუალებაა კანის საკვებად, ამავე დროს სპობს სახეზე ნაოჭებს!

ეს მალამო საუკეთესო საშუალებაა კანის საკვებად, ამავე დროს  სპობს  სახეზე ნაოჭებს!
სახის კანის წესიერი მოვლის ერთ - ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი საშუალებაა კანს დროულად და სისტემატურად მიეწოდოს საკვები. კანისათვის საკვების მიწოდება ნიშნავს სახეზე და ხელებზე ისეთი მალამოების, სითხეების წასმას ( ან ნიღბების დადებას ), რომელთა შემადგენლობაში იქნება საკვები ნივთიერებანი, ძირითადად ვიტამინშემცველი პროდუქტები. ასეთი საცხი - მალამოების წასმით ჩვენ ვკვებავთ კანს, ე.ი. ხელს ვუწყობთ კანის სირბილეს, ხავერდოვნებას, ელასტიკურობას. სასარგებლო საკვები ნივთიერებების შემცველი მალამოების წესიერად და დროულად წასმის შედეგად კანი არ ჭკნება, არ შრება, არ ნაოჭდება, ნაკლებად ემჩნევა ხანდაზმულობა და სხვა.
ახლა კი გთავაზობთ კანის მკვებავ მალამოს რომლის დამზადება თქვენც შეგიძლიათ სახლში.

ინგრედიენტები:
  • ნუშის ზეთი 300 გრ,
  • ახალი კიტრი 400 გრ,
  • თაფლის სანთელი 20 გრ.

დამზადება:
დათვლით ახლად მოკრეფილ კიტრებს, გავხეხავთ წვრილკბილება სახეხზე, ჩავყრით ფაიფურის ქილაში, დავასხამთ ნუშის ზეთს ისეთი რაოდენობით, რომ ფარავდეს გახეხილ კიტრს. ჩავყრით ქვაბში ქვიშას და შევდგამთ ცეცხლზე. ქვიშა რომ გაცხელდება, გავწევთ იქით - აქეთ და შიგ ჩავდგამთ ქილას გახეხილი კიტრითა და ზეთით. ქვიშა თანდათან გაცხელდება, კიტრი ჩაიხარშება ზეთში. ამოვიღებთ ქილას, ცოტათი რომ გაცივდება, ჩავასხამთ ზეთიან კიტრს დოლბანდის პარკში და მაგრად გამოვწურავთ. გამონაწურში გავურევთ 20 გრ გადამდნარ თეთრ თაფლის სანთელს, ვურევთ და ვლესავთ რამდენიმე წუთს, რის შემდეგ ჩავასხამთ პატარ - პატარა ქილებში და შევინახავთ გრილ ადგილას.
ეს მალამო საუკეთესო საშუალებაა კანის საკვებად, ამავე დროს სპობს სახეზე ნაოჭებს.
სტატიის ავტორი: ნინო ხოფერია
სტატიის წყარო:საოჯახო წიგნი