გლიცერინის მალამო, რომელიც კარგად კვებავს სახის კანს.
კანის წესიერი მოვლის ერთ - ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი საშუალებაა კანს დროულად და სისტემატიურად მიეწოდოს საკვები. კანისათვის საკვების მიწოდება ნიშნავს სახეზე და ხელებზე ისეთი მალამოების, სითხეების წასმას ( ან ნიღბების დადებას ), რომელთა შემადგენლობაში იქნება საკვები ნივთიერებანი, ძირითადად ვიტამინიშემცველი პროდუქტები. ასეთი საცხი - მალამოების წასმით ჩვენ ვკვებავთ კანს. ე.ი. ხელს ვუწყობთ კანის სირბილეს, ხავერდოვნებას, ელასტიკურობას.
კანის საკვებად გთავაზობთ გლიცერინის მალამოს.
დაგვჭირდება:
დამზადების წესი:
მდუღარე წყლის ორთქლზე ფაიფურის ჭურჭელში გადავადნობთ 10 გრ თეთრ სანთელს, 2 გრამ სპერმაცეტს, ავურევთ კარგად, ზედ დავასხამთ 20 გრამ ნუშის ზეთს, 10 გრ სუფთა გლიცერინს, 5 გრამ ვარდის წყალს და თუ გვაქვს, ჩავაწვეთებთ ცოტა ვარდის ზეთს ( ეს უკანასკნელი აუცილებელი არ არის ).
მიღებული მალამო ძალიან კარგად კვებავს სახის კანს.
გამოყენების წესი:
დაწოლის წინ დაბანილ სახეზე წაისვით ეს მალამო სქლად, დღისით კი ძალიან - თხლად.
კანის საკვებად გთავაზობთ გლიცერინის მალამოს.
დაგვჭირდება:
- თეთრი სანთელი - 10 გრ;
- სპერმაცეტი - 2 გრ;
- ნუშის ზეთი - 20 გრ;
- გლიცერინი - 10 გრ;
- ვარდის წყალი 5 - 10 გრ.