ნატურალური საშუალებები გამომშრალი კანის მოსავლელად, გამოსაჯანმრთელებლად!

ნატურალური საშუალებები გამომშრალი კანის მოსავლელად, გამოსაჯანმრთელებლად!
საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ კანს განსაკუთრებული მოვლა ესაჭიროება... ამ სტატიაში კი Fpaparazzi ს რედაქცია მოგიყვებათ მშრალი კანის მოვლის საუკეთესო საშუალებების შესახებ. კანი უზრუნვეყოფს მთელი ჩვენი ორგანიზმის დაცვას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ მის ჯანმრთელობაზე. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულ კანის პრობლემას სიმშრალე წარმოადგენს. ჩვენი სტატიიდან თქვენ ისწავლით თუ როგორ დაატენიანოთ კანი ნატურალური საშუალებების დახმარებით.

დაიმახსოვრეთ: თუკი თქვენ ამჩნევთ კანის სერიოზულ და ფართო დაზიანებებს, თქვენთვის უმჯობესია პირველ რიგში ექიმ-დერმატოლოგთან კონსულტაცია, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ სწორი დიაგნოზის დასმაში და გამოგიწერთ სამკურნალო საშუალებების კომპლექს თქვენი ორგანიზმის განსაკუთრებულობების გათვალისწინებით. კანის დაზიანების მიზეზებად შესაძლოა იქცენ, არასაკმარისი ან არასწორი მოვლა, ჰიგიენის წესების დარღვევა, მავნე კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს კანის დამწვრობა ან ანთება.


იოგურტის ნიღაბი
ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ეფექტურ საშუალებას, მშრალი კანის მოსავლელად წარმოადგენს იოგურტის, თაფლის და გახეხილი მარწყვის ბაზაზე დამზადებული ნიღაბი. თქვენ უბრალოდ კარგად უნდა გადაურიოთ ამ ინგრედიენტებს და წაისვათ ნიღაბი სახეზე, გაიჩეროთ 10 წუთი. ამის შემდეგ საჭიროა სახე თბილი წყლით ჩამოიბანოთ და ჩამოიშოროთ ნიღაბის ნარჩენები ბამბის დისკის დახმარებით. საუკეთესო შედეგის მისაღწევად კი ჩვენ ასევე გირჩევთ ნიღაბის წასმის წინ, წაისვათ შაქარისა და თაფლის ბაზაზე დამზადებული ამქერცლავი საშუალება.


ლიმინი
ნატურალური საშუალებები გამომშრალი კანის მოსავლელად, გამოსაჯანმრთელებლად!
ლიმონი - კიდევ ერთი ნატურალური საშუალებაა, რომელიც დაგეხმარებათ კანისთვის ჯანმრთელი და ახალგაზრდული იერის დაბრუნებაში. ეს გასაუცარი ციტრუსი, თავისი სასარგებლო თვისებების წყალობით შესანიშნავ ანტიოქსიდანტად ითვლება, ეს კი ნიშნავს, რომ ის დაგეხმარებათ დაბერების პროცესის შეჩერებაში. ამ შემთხვევაში საუკეთესო გზაა ასპირინის ფხვნილთან შერეული ლიმონის წვენის ბაზაზე ნიღაბის დამზადება, ასეთი საშუალება სახეზე ძილის წინ უნდა წაისვათ, ხოლო დილით ჩამოიბანოთ თბილი წყლით.


ჩვილების ზეთი
ბავშვის ზეთი - ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მშრალი კანის პრობლემასთან საბრძოლველად. საკმაოდ ხშირად ის უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე ძვირადღირებული კრემები. ჩვენ გირჩევთ ასეთი ზეთის რამოდენიმე წვეთი შეიზილოთ სხეულზე, სასურველია შხაპის შემდეგ, მაშინ როდესაც თქვენი კანი ოდნავ ტენიანია.

ნუშის ზეთი
ნუშის ზეთს ასევე ახასიათებს რიგი სასარგებლო თვისებები, მათ შორის კი ის დაგეხმარებათ ზედმეტად გამომშრალი კანის დატენიანებაში. მისი გამოყენება საკმაოდ მარტივია: თქვენ უბრალოდ ყოველდღიურად უნდა წაისვათ ნუშის ზეთი კანის დაზიანებულ არეზე და გარკვეული პერიოდის შემდეგ თქვენ შეამჩნევთ სასიკეთო შედეგებს: თქვენი კანი უფრო ჯანმრთელი და ტენიანი გახდება.


წყალი
სინამდვილეში, სხვადასხვა ნიღბებისა და კრემების გამოყენება კანის საბოლოოდ აღდგენაში ვერ დაგეხმარებათ, რადგან კანის მკურნალობა არა მხოლოდ ზედაპირულად არამედ შიგნიდანაც არის საჭირო. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაივიწყოთ ან დაარღვიოთ დაბალანსებული, ჯანსაღი კვების რეჟიმი, რადგან ის გეხმარებათ ორგანიზმის საჭიროებისამებრ დატენიანებაში. ამიტომ საუკეთესო რჩევაა: სვით რაც შეიძლება მეტი სითხე, სასურველია ჩვეულებრივი სუფთა წყალი.