3 ხრიკი ლამაზი მანიკიურისთვის
თუკი მანიკიურს სახლის პირობებში იკეთებთ, ეს ხრიკები აუცილებლად გამოგადგებათ.
თუკი ხშირად ხმარობთ მუქი ფერის ლაქს, დაგვეთანხმებით, რომ ფრჩხილზე ხშირად ჩნდება სიყვითლე და ლაქები. ამ პრობლემის მოსაგვარებლად აიღეთ პროთეზის საწმენდი ტაბლეტი, გახსენით გრილ წყალში და და 10 წუთით ჩაილბეთ ფრჩხილები. ლაქები მაშინვე მოგცილდებათ.
ლაქის აქერცვლისგან ძმარი დაგიცავთ
ხშირად თუნდაც ძალიან კარგი ხარისხის ლაქის გამოყენებისას, ის მალევე იქერცლება. ამ შემთხვევაში, მიზეზი ის არის, რომ ფრჩხილის ზედაპირი კარგად არ არის გაწმენდილი და ლაქი მას კარგად არ ემაგრება. ხელის კრემები, ნუნების ზეთი და სხვა საშუალებები ადვილად არ სცილდება ფრჩხილის ზედაპირს. ამიტომ სცადეთ ლაქის წასმის წინ ფრჩხილები თეთრი ძმრით გაიწმინდოთ. ძმარი ზედმეტ ცხიმსა თუ თვალისთვის უხილავ ნარჩენებს წამში მოგაცილებთ და ლაქიც გაცილებით უკეთ მიმაგრდება.
გააძლიერეთ ღია ფერის ლაქის ტექსტურა
თუკი ღია ფერის ლაქს ანიჭებთ უპირატესობას, კარგად გეცოდინებათ, რამდენად ნაზი ტექსტურა აქვთ და კარიგ ეფექტის მისაღწევად რამდენიმე ფენის გადასმა გიწევთ. თუ გაქვთ მუქი ფერის ლაქის თითქმის დაცლილი ფლაკონი, ჩაასხით შიგნით ღია ფერის ლაქი და კარგად აურიეთ. ფერი ოდნავ შეიცვლება, სამაგიეროდ უფრო ღრმა ფერს და ძლიერ ტექსტურას მიიღებთ.
- ფრჩხილის ლაქა პროთეზის საწმენდი ტაბლეტით მოიშორეთ