5 რჩევა ფრჩხილების სწრაფად ზრდისთვის
თუკი მანიკიურის მოყვარული არ ბრძანდებით, დამცავი საშუალება მაინც ყოველთვის უნდა გესვათ ფრჩხილებზე, რომ მტვრევისა და დაზიანებისგან დაიცვათ.
ტენის ნაკლებობა ძალიან აზიანებს თქვენს ფრჩხილებს, ისევე როგორც კანს. ხშირად წაისვით ნუნების დამატენიანებელი კრემი ან ზეთი.
ასეთი საშუალებები ძირითადად აცეტონს შეიცავს, რომელიც ძალიან ეფექტურად აცილებს „ჯიუტ“ ნივთიერებებს, მაგალითად ბრჭყვიალა ნამცეცებიან ლაქს, თუმცა ჩვეულებრივი ლაქის მოცილებისას სულაც არ არის აუცილებელი აცეტონი. ის არამხოლოდ აშრობს თქვენს კანსა და ფრხილებს, ასეცეც აცილებს მათ ბუნებრივ ცხიმს, რაც აქერცვლას და მტვრევას გამოიწვევს. ეცადეთ, გამოიყენოთ უაცეტონო საშუალებები ლაქის მოსაცილებლად.
ეს საშინელი ჩვევაა, რომელიც არამხოლოდ საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას, არამედ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს თქვენს ფრჩხილებს.