არ გადაყაროთ კვერცხის ნაჭუჭი!
კვერცხის ნაჭუჭი შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმსა და 27 მინერალს, რომლებიც კბილების სიჯანსაღისა და სიძლიერისთვის უმნიშვნელოვანესია.
შეგიძლიათ, თავად მოამზადოთ კვერცხის ნაჭუჭისგან კალციუმის ფხვნილი, რომელსაც საკვების დანამატის სახით მიიღებთ. ეს საკმაოდ მარტივია.
შეგიძლიათ, თავად მოამზადოთ კვერცხის ნაჭუჭისგან კალციუმის ფხვნილი, რომელსაც საკვების დანამატის სახით მიიღებთ. ეს საკმაოდ მარტივია.
- საგულდაგულოდ, მაგრამ ფრთხილად გარეცხეთ კვერცხის ნაჭუჭი გამდინარე წყლით, არავითარ შემთხვევაში არ მოაცილოთ მემბრანა.
- გარეცხილი ნაჭუჭები ფრთხილად მოათავსეთ საწურზე (თუშფალანგზე).
- აადუღეთ საკმარისი რაოდენობით წყალი და კოვზის საშუალებით, ფრთხილად მოათავსეთ ქვაბში გარეცხილი ნაჭუჭები. დარწმუნდით, რომ ყველა ნაჭუჭი წყალშია და ზემოდან არ ტივტივებს. პერიოდულად ფრთხილად ჩააბრუნეთ წყალში ამოტივტივებული ნაჭუჭები.
- ხარშეთ ნაჭუჭები 10 წუთის განმავლობაში. ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ ყოველგვარი ბაქტერია და პათოგენი განადგურდეს.
- ფრთხილად გადაიტანეთ ნაჭუჭები საწურზე.
- გაახურეთ ღუმელი 100 გრადუსამდე.
- ნაჭუჭები დააწყვეთ საცხობ ფირფიტაზე.
- შედგით ღუმელში 15 წუთით.
- გაგრილებული ნაჭუჭები წმინდად დაფქვით საფქვავში ან ბლენდერში.
- მიიღეთ ½ ჩაის კოვზი ყოველდღიურად (დაუმატეთ საკვებს, გახსენით წყალში ან მიიღეთ დამოუკიდებლად).