არასდროს გადააგდოთ კვერცხის ნაჭუჭი! ეს იაფი პროდუქტი ჩვენი საუკეთესო მეგობარია.

არასდროს გადააგდოთ კვერცხის ნაჭუჭი! ეს იაფი პროდუქტი ჩვენი საუკეთესო მეგობარია.
ადამიანების უმრავლესობა კვერცხს კვირაში ერთხელ მაინც მიირთმევს. ასეა, არა? ეს პროდუქტი ძალზედ სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის, რადგან ის წარმოადგენს ცილებისა და მინერალური ნივთიერებების საკმაოდ დიდ ბუნებრივ წყაროს.

გაგიკვირდებათ, თუმცა კვერცხის ცილასა და გულს სასარგებლო თვისებებით არ ჩამოუვარდება მისი ნაჭუჭი. დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ, თუ რამდენ უპირატესობას ფლობს ამ საოცრად სასარგებლო პროდუქტის ნაჭუჭი ჩვენი ჯანმრთელობისთვის და როგორ მივიღოთ ის.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ნაჭუჭის 90% კალციუმისგან შედგება, რის გამოც ის ძალზედ სასარგებლოა ჩვენი ძვლებისთვის, კბილებისთვის და გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. მეტიც, ნაჭუჭის დახმარებით შესაძლებელია ორგანიზმის დეტოქსიკაცია, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების გაუმჯობესება, კანის გაჯანსაღება, ფრჩხილების გამაგრება და მცენარეების მოვლა. გასაოცარია, არა?

ორგანიზმის დეტოქსიკაცია კვერცხის ნაჭუჭით

ინგრედიენტები:
  • 5 კვერცხის ნაჭუჭი;
  • 3 ლიტრი ანადუღარი წყალი.

ინსტრუქცია:
  1. კვერცხის კარგად გარეცხილი ნაჭუჭისგან მოამზადეთ ფხვნილი ბლენდერის ან ყავის საფქვავის გამოყენებით.

  2. მოათავსეთ მიღებული ფხვნილი ქილაში და დაასხით 3 ლიტრი ანადუღარი წყალი.

  3. შეინახეთ ნარევი ბნელ ადგილზე 7 დღის განმავლობაში.

  4. მოცემული დროის გასვლის შემდეგ დაიწყეთ სითხის მიღება დღეში 2 ჭიქის ოდენობით.

  5. მოიქეცით ასე ყოველდღიურად ნარევის ამოწურვამდე.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების გაუმჯობესება კვერცხის ნაჭუჭით

ინგრედიენტები:
  • 4 კვერცხის ნაჭუჭი;
  • 3 ლიმონი;
  • 0,5 ლიტრი თაფლი;
  • 0,5 ლიტრი ანადუღარი წყალი.

მომზადება:
  1. დაფქვით კარგად გარეცხილი კვერცხის ნაჭუჭი.

  2. გამოწურეთ წვენი 3 ლიმონისგან და დაასხით ის კვერცხის ნაჭუჭისგან გამზადებულ ფხვნილს.

  3. მიღებულ ნარევში ჩაამატეთ წყალი და თაფლი. კარგად გადაურიეთ.

  4. მიღებული ნარევი დააყოვნეთ 7 დღის განმავლობაში ცივ და მშრალ ადგილზე.

კვერცხის ნაჭუჭი სახის კანის მოსავლელად

ინგრედიენტები:

  • 2 სუფრის კოვზი კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილი;
  • 1 კვერცხის ცილა.

  • ინსტრუქცია:
    1. მოცემული ინგრედიენტები შეურიეთ ერთმანეთში.

    2. გაინაწილეთ მიღებული საშუალება თხელ ფენებად სახის კანზე, დეკოლტის ზონაზე და კისერზე.

    3. როდესაც ნარევი შეგაშრებათ, ჩამოიბანეთ ის თბილი წყლით.

    4. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში 1-ხელ, რათა მოიშოროთ კანის მკვდარი უჯრედები, გაიგლუვოთ მცირე ზომის ნაოჭები და გაიახალგაზრდავოთ კანი.

    5. მოცემული პროცედურის ჩატარება უკუჩვენებითია ზედმეტად მშრალი კანის მქონე ადამიანებისთვის.

    ფრჩხილების გამაგრება კვერცხის ნაჭუჭით

    ინგრედიენტები:
    • ½ ჩაის კოვზი კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილი;
    • ფრჩხილების გამჭვირვალე ლაქი.

    ინსტრუქცია:
    1. მოცემული რაოდენობით კვერცხის კარგად დაფქული ნაჭუჭი ჩაამატეთ თქვენს ლაქში (მთლიან ფლაკონში).

    2. წაისვით 1 ფენა ფრჩხილებზე დღეში 3-ჯერ.

    კვერცხის ნაჭუჭი - სასუქი მცენარეებისთვის

    მოცემული პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმსა და სხვა ისეთ მინერალებს, როგორიცაა: თუთია, ფოსფორი, მაგნიუმი და რკინა. თითოეული ეს ელემენტი არაჩვეულებრივია ნიადაგის გასანაყოფიერებლად და მცენარის ზრდის პროცესის დასაჩქარებლად.

    გამოიყენეთ 1 სუფრის კოვზი კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილი ნიადაგის გასანაყოფიერებლად თვეში 1-ხელ.

    ახლა თქვენ უკვე იცით, თუ რამდენ უპირატესობას ფლობს ეს იაფი პროდუქტი. ვიმედოვნებთ, რომ მოცემული ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამსოადეგარი იქნება. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის!