უებარი ხალხური საშუალება რომელიც ნიკრისის ქარს ( პოდაგრა ) ხანმოკლე დროში მოგირჩენთ!
რამდენიმე წლის წინ სახსრებმა შემაწუხა. ექიმებმა პოდაგრის დიაგნოზი დამისვეს. ერთ დროს სიცოცხლით სავსე კაცი სრულიად შემცვალა ტკივილებმა, რომლებიც პერიოდულად შემომიტევდა. ექიმის დანიშნულ მედიკამენტებთან ერთად მკურნალობის საკუთარი გზების ძებნა დავიწყე. ვიპოვე რამდენიმე უებარი ხალხური საშუალება და ფეხზე წამოვდექი.
ექიმის კომენტარი:
ნიახურის თესლი შედიოდა უძილობის, ჭორფლის მოსაშორებელი წამლების შემადგენლობაში. ნიახურის ნაყენი ორგანიზმში აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. რადგან პოდაგრა ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე პათოლოგიაა, რომელსაც თან ახლავს თირკმლის დაზიანებაც, ამ დაავადების მკურნალობის პროცესში ნიახურის ჩართვა უდავოდ დადებით შედეგს მოიტანს.
ბოლოკი მადის აღმძვრელია, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აქვს ნაღველმდენი და შარდმდენი თვისებები. განსაკუთრებით სასარგებლოა შავი ბოლოკი. თაფლში შერეული მისი წვენი კარგი ამოსახველებელი საშუალებაა ბრონქიტის, ყივანახველის დროს. ბოლოკი შლის კენჭებს თირკმლებსა და შარდის ბუშტში. გახეხილი - გარეგანი სამკურნალო საშუალებაა სახსრების ანთების, რევმატიული და პოდაგრული ანთებების, რადიკულიტის, ეგზემის დროს.
ბოლოკის სპირტიანი ნაყენი გამოიყენება სახის კანის გასაწმენდად ( ჭორფლის მოსაცილებლად ).
დაფნა ჩვენში კერძების სანელებლად გამოიყენება. ფიტოთერაპევტები კი მიიჩნევენ, რომ იგი დადებითად მოქმედებს ამენორეის, კოლიტის, მეტეორიზმის, ისტერიის, შეშუპების დროს. ამ მიზნით მცენარის ყველა ნაწილის გამოყენება შეიძლება. დაფნა, ნიახურის მსგავსად, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ამიტომ მისი ნაყენი ეფექტიანია შაქრიანი დიაბეტის და პოდაგრის სამკურნალოდ.
- წვრილად დაჭერით 1 კონა ნიახური, დაასხით 300 - 400 გრ მდუღარე წყალი და თბილ - თბილი დალიეთ უზმოზე 7 დღის განმავლობაში. ეს ნაყენი ორგანიზმს აახალგაზრდავებს კიდეც.
- თუ პოდაგრული წანაზარდები გაქვთ, ძილის წინ მტკივან ადგილზე დაიდეთ ახალგაჭრილი ბოლოკი, გადაიხვიეთ და დილამდე დაიტოვეთ.
- ძალიან კარგია დაფნის ფოთოლის ნაყენიც, რომელიც ასე მზადდება: 10 ცალი დაფნის ფოთოლი 5 წუთი ხარშეთ 300 მლ წყალში , შემდეგ შეფუთნეთ და 3 საათით დააყენეთ, სვით ყლუპ - ყლუპად მთელი დღის განმავლობაში. ერთი კვირის შემდეგ გაომეორეთ. სახსრების ტკივილი გაგივლით.