არომატული და მადისაღმძვრელი ხვეულები კარტოფილის ხრაშუნა ცომით
fpaparazzi უგემრიელესი წასახემსებლის რეცეპტს გთავაზობთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- კარტოფილი 200 გ
- ფქვილი 100 გ
- მარილი გემოვნებით
- მაგარი სახეობის გახეხილი ყველი 6 ს/კ
- ზეთი 150 მლ
მომზადების წესი:
- კარტოფილისგან მოამზადეთ პიურე, დაუმატეთ გახეხილი ყველის ნახევარი, მარილი და ფქვილი, მოზილეთ მაგარი ცომი.
- გააბრტყელეთ ცომი 0,5 სმ სისქის წრედ და დაჭერით თანაბარ სექტორებად.
- მოათავსეთ გულსართი ცომის ნაჭრის განიერ ადგილას და გადაახვიეთ.
- შეწვით ბევრ ზეთში.
- მზა ხვეულები გადაიტანეთ ხელსახოცებზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.
- გულსართი შეიძლება იყოს ნებისმიერი: ყველი, კვერცხი, ლორი და ასე შემდეგ...
- მიიტანეთ სასურველ სოუსთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!