10 ტუჩსაცხი შემოდგომისთვის!
გაიხალისეთ წელიწადის ეს მშვენიერი დრო ასეთივე მშვენიერი ფერებით ტუჩებზე. სპექტრი საკმაოდ დიდია, წითლიდან იისფერამდე, ქლიავისფერი და ვარდისფერი - თქვენ მხოლოდ არჩევანი უნდა გააკეთოთ!
- Revlon-ის Berry Haute
აშშ-ის ბესტსელერი ტუჩსაცხებიდან. ეს პროდუქტი გამოირჩევა ძალიან კარგი ტექსტურითა და ბზინვარებით. ის ასევე საკმაოდ მდგრადია და გრძელ წვეულებებზეც შეგიძლიათ გამოიყენოთ. - Wet n Wild-ის Sugar Plum Fairy
არ გიყვართ მბზინვარე ტუჩსაცხი? მაშინ გირჩევთ, გამოიყენოთ Sugar Plum Fairy, რომელიც ნაწილობრივ გლუვია, არაჩვეულებრივი იისფერი შეფერილობა აქვს და თან ტუჩს ატენიანებს.- Maybelline - ის Touch Of Spice
გამბედავი, თვალშისაცემი და ამასთან, მშვენიერი ტუჩსაცხი „მეიბილინის“Color Sensational Lipstick Collection ხაზიდან. სინამდვილეში ის უფრო მუქია, ვიდრე ფოტოზე ჩანს და კრემისებური გლუვი ტექსტურა აქვს. - Kat Von D-ის Vampira
Kat Von D თავისი მაკიაჟის კოლექციებში ფერების სიმდიდრით გვაოცებს. მაგრამ ეს მუქი წითელი ფერის ტუჩსაცხი მაინც განსაკუთრებულად სექსუალურია! - Tom Ford-ის Purple Noon
ეს პროდუქტი სხვებზე ძვირადღირებულია, მაგრამ ნამდვილად ღირს მისი შეძენა: საოცრად ბზინავს, ატენიანებს ტუჩებს და თითქმის მთელი დღის განმავლობაში არ მოგშორდებათ. - Too-Faced-ის Metal Berry
ეს თხევადი ვარდისფერი ტუჩსაცხი აბრეშუმივით ნაზია და ამასთან მდგრადიც. საუკეთესო არჩევანია საქმიანი ქალბატონებისთვის, რომლებსაც მაკიაჟის გასაახლებლად დღის განმავლობაში თითქმის არ სცალიათ. - Mac-ის Violetta
საკმაოდ მკვეთი ფერის მიუხედავად, ეს ტუჩსაცხი ბევრი ვარიაციის საშუალებას იძლევა და აუცილებელი ატრიბუტია საშემოდგომო მაკიაჟისთვის. - Bobby Brown-ის Rum Raisin
თითქოს ჟოლოსფერია, ნახევრად გლუვი და ვიტამინებით მდიდარი, რაც თქვენს ტუჩებს დახეთქვისგან დაიცავს. - Lancome-ის L’Absolu Rogue Definition Le Sepia
ამ კრემისებური, გლუვი ტუჩსაცხით შეგიძლიათ ჰოლივუდის ვარსკვლავივით გამოიყურებოდეთ. იგი შეიცავს ჟოჟობას ზეთს, რის გამოც თქვენი ტუჩები საათების მანძილზე დატენიანებული და რბილი იქნება. - Dose Of Color-ის Dark Secrets
ეს პროდუქტი არ შეიცავს გლუტენსა და პარაბენს, არაჩვეულებრივი ფერი და ტექსტურა აქვს.
- Maybelline - ის Touch Of Spice