რატომ არ უნდა გადაყაროთ ფორთოხლის ქერქი

რატომ არ უნდა გადაყაროთ ფორთოხლის ქერქი
სანამ ახლახანს გაფცქვნილი ფორთოხლის ქერქს ურნაში მოისროდეთ, წაიკითხეთ ეს სტატია და ნახეთ, რამდენი გზა არსებობს, რომ ეს თითქოს გამოუსადეგარი პროდუქტი თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ელემენტად აქციოთ.
  1. კბილების გათეთრება
    ფორთოხლის ქერქი ბუნებრივი მათეთრებელია, რომელსაც შეუძლია კბილებიდან ლაქები მოგაცილოთ. ამისთვის უბრალოდ უნდა წაისვათ ქერქი კბილებზე.

  2. საჭმლის მომნელებელი სისტემის დახმარება
    ფორთოხლის ქერქი მდიდარია ბოჭკოებით, ამიტომ ძალიან სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის მოსაწესრიგებლად.

  3. დახმარება უძილობისას
    ფორთოხლის ქერქი ძალიან კარგია არომათერაპიისთვის, რომელიც განტვირთვაში გეხმარებთ. უბრალოდ ღრმად შეისუნთქეთ ქერქის არომატი.

  4. შავი წერტილების მოშორება
    თუკი ჯერ არ ჩაგირთავთ ფორთოხლის ქერქი კანის მოვლის თქვენეულ რუტინაში, აუცილებლად ახლავე დაიწყეთ. ის კარგად აცილებს მკვდარ უჯრედებსა და შავ წერტილებს. უბრალოდ მსუბუქად დაიზილეთ სახე ქერქით.

  5. ქერტლის მკურნალობა
    ფორთოხლის ქერქი ბუნებრივი დამატენიანებელია და ეფექტურად ებრძვის ქერტლს. დახეხილი ქერქი დაიდეთ თავის კანზე და დაიტოვეთ მთელი ღამით.

  6. დამხმარე ასთმის დროს
    ასთმის, ანუ სუნთქვის გაძნელებისას, ფორთოხლის ქერქი დაგროვილ ნახველსა და ლორწოს დაშლას უწყობს ხელს.

  7. აწყნარებს თავის ტკივილს
    ხშირად გტკივათ თავი? მაშინ შეისუნთქეთ ფორთოხლის ქერქის არომატი. ეს ბუნებრივი არომათერაპიაა და დაგეხმარებათ შფოთვისა და დეპრესიის სიმტპომების, ასევე თავის ტკივილის დაძლევაში.

  8. შველის უსიამოვნო სუნს პირის ღრუში
    თუკი პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი ამოგდით, კბილებსა და ღრძილებზე ფორთოხლის ქერქი შეიზილეთ. ქერქი მაშინვე გაანეიტრალებს სუნს.

  9. გიცავთ კიბოსგან
    ფორთოხლის კანის მიღება მსხვილი ნაწლავის კიბოსგან დაგიცავთ. ის აკავებს ტოქსიკურ ნივთიერებებს და არ აძლევს მათ საშუალებას, ნაწლავის ლორწოვანი გარსი დააზიანონ.