დიეტა ''ასანთის ღერი'' - წონის დაკლების უმარტივესი გზა მათთვის, ვისაც შიმშილი არ შეუძლია
ჭარბი წონა თანამედროვე მსოფლიოში უამრავი ადამიანისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს. სუსტი სქესის წარმომადგენელთა უმრავლესობა მთელ დროსა და ძალისხმევას ლამაზი ფიგურის მოსაპოვებლად ხარჯავს, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ისინი სასურველ შედეგს ვერ აღწევენ.
''Fpaparazzi''-ის რედაქცია სურს გაგიზიაროთ ძალზედ საინტერესო, მარტივი და ეფექტური დიტა სახელწოდებით ''ასანთის ღერი''. უამრავმა ადამიანმა წონის დაკლების ეს მეთოდი უკვე გამოცადა საკუთარ თავზე და თითოეული მათგანი მიღებული შედეგით ძალიან კმაყოფილია. თქვენ არ მოგიწევთ საკუთარი თავის დატანჯვა შიმშილითა და მკაცრი შეზღუდვებით, უბრალოდ უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე მარტივი რეკომენდაცია.
ყველაზე სწრაფი, ეფექტური და მარტივი დიეტა წონის დასაკლებად
დიეტამ ეს სახელწოდება მიიღო, რადგან ზედმეტი კილოგრამები და ცხიმოვანი ფენები ასანთის ღერივით სწრაფად იწვის. კვების ამ რაციონის დაცვის დროს თქვენ მოგიწევთ უარის თქმა ხორცპროდუქტებზე და ვეგეტარიანულ კვებაზე გადასვლა. დიეტის ხანგრძლივობა - 1 კვირა.
ამ დიეტის დაცვა რეკომენდირებულია არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჭარბი წონისგან, არამედ კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემებისგან იტანჯებიან.
მითითებები:
დაიცავით დიეტა ''ასანთის ღერი'' 7 დღის განმავლობაში. დიეტის დაცვის სიხშირე - მაქსიმუმ 1-ხელ თვეში. როგორც უკვე გითხარით, კვების ეს რაციონი გვეხმარება არა მხოლოდ ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში, არამედ გვიჯანსაღებს ორგანიზმს.

- თქვენ ვალდებული ხართ კვების რაციონიდან გამორიცხოთ ხორცპროდუქტები, მათ შორის თევზიც. 1 კვირის განმავლობაში მოგიწევთ იკვებოთ მხოლოდ ფაფებით, ბოსტნეულითა და ხილით.
- მიირთვით მციროდენი ქატო ყოველ ჯერზე, როდესაც მოგშივდებათ. ორგანიზმი ამ პროდუქტს ძალზედ ნელა გადაამუშავებს, რის გამოც ქატოს მირთმევის შემდეგ სინაყრის განცდა ხანგრძლივი დროით გვინარჩუნდება. ხშირ შემთხვევაში ქატოს წყალთან, კეფირთან ან ჩაისთან ერთად იღებენ.
- თუ ამ დიეტას მხოლოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად არ იცავთ და გსურთ წონის დაკლება, აუცილებელია საკუთარი თავის ფიზიკურად დატვირთვა. დილის 15 წუთიანი აერობიკა და ყოველ საღამოს სუფთა ჰაერზე ფეხით სეირნობა სავსებით საკმარისი იქნება.
- ერთი კვირის განმავლობაში ისაუზმეთ შვრიის ფაფით. შვრიის ფაფა შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნებისმიერი ფაფით გარდა მანი ფაფისა, რადგან ის ძალზედ კალორიულია. შაქრის მიღება კატეგორიულად გეკრძალებათ! უკიდურეს შემთხვევაში ჩაამატეთ ფაფაში ნახევარი ვაშლი, ნახევარი მსხალი ან რამდენიმე მარცვალი ყურძენი.
ბანანი, ავოკადო და სხვა მათი მსგავსი ნოყიერი ხილი აკრძალულია. ფაფით საუზმობის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ ერთი ფინჯანი უშაქრო მწვანე ჩაი ან ყავა. საუზმის კალორიულობა არ უნდა აღემატებოდეს 200 კკალ-ს. - საუზმესა და სადილს შორის შეგიძლიათ წაიხემსოთ 3-4 მცირე ზომის ვაშლით, რამდენიმე ქლიავით, ნახევარი გრეიფრუტით ან 1 დიდი ზომის მსხლით.
- სადილზე რეკომენდირებული 300 მლ ბოსტნეულის მსუბუქი სუპის მირთმევა (შეგიძლიათ შეაზავოთ მცირეოდენი მარილით). სადილის კალორიულობა არ უნდა აღემატებოდეს 270-300 კკალ-ს.
- სადილსა და ვახშამს შორის არსებულ ინტერვალში შეგიძლიათ წაიხემსოთ 200 მლ უცხიმო კეფირით.
- ვახშმაზე მიირთვით 200-250 გრამი სალათი მოხარშული სტაფილოსგან და ჭარხლისგან.