მარტივი სკრაბი შაქრით და პიტნით
იმისდა მიუხედავად, თუ რა სეზონია, რა ამინდი და ტემპერატურაა გარეთ, ჩვენი სხეულის გარკვეულ ნაწილებს მაინც ესაჭიროება სკრაბით დამუშავება. ეს კი სულაც არ არის რთული, ჩვენ თვითონაც შეგვიძლია სურნელოვანი სკრაბის დამზადება მარტივი ინგრედიენტებით.
ინგრედიენტები:
1-1 ½ ჭიქა შაქარი.
1/3 ჭიქა ქოქოსის ზეთი.
პიტნის ეთერზეთი (10-12 წვეთი).
მწვანე და ყვითელი საკვები საღებავები.
ქილა მჭიდრო თავსახურით.
მომზადება:
ინგრედიენტები:
მომზადება:
- საშუალო ზომის ჯამში ერთმანეთს შეურიეთ შაქარი და ქოქოსის ზეთი. დაუმატეთ პიტნის ზეთი და ცოდაოდენი საღებავი. კარგად ურიეთ, სანამ თქვენთვის სასურველ ფერს და სურნელს არ მიიღებს.
- შეინახეთ შაქრის სკრაბი მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში ან კონტეინერში.
- გამოყენება: ამოიღეთ ერთი კოვზი და შეიზილეთ გაუხეშებულ კანზე (იდაყვებზე, მუხლებზე, ხელებსა და ფეხებზე).
შენიშვნა: ვინაიდან ქოქოსის ზეთი მყარია, შეგიძლიათ წინასწარ გაალღოთ მიკროტალღურ ღუმელში.